ადვოკატის ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილი იმდენად ცუდად არის, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენელთან გასაუბრებაც კი შეწყვიტა

15.07.25 13:02
ადვოკატის ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილი იმდენად ცუდად არის, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენელთან გასაუბრებაც კი შეწყვიტა

 

 

გიორგი ბაჩიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა - საკანში თავდასხმის შემდეგ, თანაინვესტირების ფონდი ყოფილი მმართველი იმდენად არის ნაცემი, რომ მან ცოტა ხნის წინ, სახალხო დამაცვლის მოთხოვნით ციხის საავადმყოფოში  შესულ ექიმთან კომუნიკაციაც კი ვერ შეძლო - ეს ინფორმაცია ციხიდან მისმა ადვოკატებმა გამოიტანეს.

დავით ჯანდიერის თქმით, ბაჩიაშვილს თავზე სამი ნაკერი, ხელებზე დაზიანებები აქვს და ეტლით გადაადგილდება. 

ადვოკატი ამბობს, რომ გიორგი ბაჩიაშვილის გლდანის ციხეში ყოფნა რისკისშემცველია, ამიტომაც ჯანდიერის თქმით, დაცვის მხარე დღეს პენიტენციურ სამსახურს ბიზნესმენის მე-12 სასჯელაღსრულებაში გადაყვანის მოთხოვნით მიმართავს. 

გიორგის მდგომარეობა ფაქტობრივად უცვლელია და იგივეა, რაც იყო გუშინ. მას აღენიშნება დაზიანებები სხეულზე. გარკვეული მონაკვეთები აქვს შეხვეული, მათ შორის თავი, ხელი. აქვს ძალიან დიდი დაზიანება, მათ შორის მარცხენა ხელზე. აქვს 3 ნაკერი თავის არეში. გადაადგილდება ეტლით. აქვს პრობლემები გადაადგილების და კოორდინაციის. სახალხო დამცველის წარმომადგენელთან, ჯგუფთან გასაუბრების დროს, იძულებული იყო რომ შეეწყვიტა, რადგან აღარ შეეძლო გაგრძელება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. 

დღეს ვაპირებთ მივმართოთ პენიტენციურ სამსახურს, არ მიგვაჩნია მიზანშეწიონილად მისი იმავე დაწესებულებაში დაბრუნება. ჩვენ მოვითხოვთ მე-12 დაწესებულებაში გადაყვანას, სადაც იყო თავდაპირველად. ცხადია ყველა დაწესებულებაში არის ის რასკის ქვეშ, მაგრამ იმავე დაწესებულებაში მისი დაბრუნება, მიგვაჩნია, რომ არის უფრო მაღალი რისკის მატარებელი, ამიტომ, უფრო მიზანშეწონილი ქინებოდა, ბაჩიაშვილის მე-12 დაწესებულებაში დაბრუნება", - განაცხადა დავით ჯანდიერმა. 

ბაჩიაშვილის ცემიდან ოთხი დღე გავიდა, მაგრამ ამ დრომდე დანაშაულის ამსახველ კადრებს პენიტენციური დეპარტამენტი არ ავრცელებს. ადვოკატები ასევე დამატებით ითხოვენ, რომ ციხის დერეფნებში გადაღებული სათვალთავალო კამერის ჩანაწერებიც ჩაიდოს საქმეში. 

  • ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილი ციხეში ცემეს. "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის ცემის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად "ტვ პირველმა" გაავრცელა.

მოგვიანებით, გიორგი ბაჩიაშვილმა გლდანის საპატიმროდან წერილი გაავრცელა, სადაც მასზე ძალადობის დეტალები აღწერა.

ბაჩიაშვილი ჰყვება, რომ ფიზიკური თავდასხმა 11 ივლისს მოხდა. მისივე ინფორმაციით, 8 ივლისს, თავდაპირველად, ის N8 დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და ურჩია ბიძინა ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტო ვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაეხსნა, 11 ივლისს, საღამოს კი მასთან საკანში უცნობი პირი შევიდა, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა.

მსგავსი სიახლეები