ბაჩიაშვილის წამება სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ განხორციელდა..."ოცნება" თანამონაწილეა - ბიზნესმენის უცხოელი ადვოკატი

15.07.25 13:18
ბაჩიაშვილის წამება სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ განხორციელდა..."ოცნება" თანამონაწილეა - ბიზნესმენის უცხოელი ადვოკატი

გიორგი ბაჩიაშვილის უცხოელი ადვოკატი, რობერტ ამსტერდამი  გიორგი ბაჩიაშვილზე საკანში თავდასხმას წამებად აფასებს და ამბობს, რომ მომხდარი "ბიძინა ივანიშვილის მიერ ორგანიზებული პოლიტიკურად მოტივირებული კამპანიის უახლესი ესკალაციაა".

ამსტერდამი დარწმუნებულია, რომ "ბაჩიაშვილის წამება სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ განხორციელდა", ის მომხდარში თანამონაწილედ საქართველოს ხელისუფლებას ასახელებს.

დაკავებული ბიზნესმენი უცოხელი უფლებადამცველი აპირებს, მოხდარი ანგარიშსწორების შესახებ საერთაშორისო ორგანოებს მიმართოს. 

ეს სასტიკი თავდასხმა თბილისის ცნობილ გლდანის ციხეში შემთხვევითი არ ყოფილა, არამედ ეს იყო ბიძინა ივანიშვილის მიერ ორგანიზებული პოლიტიკურად მოტივირებული კამპანიის უახლესი ესკალაცია იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც მისი, რეჟიმის ფაქტობრივი ლიდერის, დაუმორჩილებლობისთვის იყო დაპატიმრებული. თავდასხმამდე სულ რამდენიმე დღით ადრე, ციხის ზედამხედველმა ბაჩიაშვილს წინასწარ დაემუქრა.ეს იყო წამება, რომელიც სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ განხორციელდა. საქართველოს ხელისუფლება თანამონაწილეა და ჩვენ ამ მძიმე ინციდენტს საერთაშორისო ორგანოებს ვაცნობებთ", - აცხადებს ამსტრედამი. 

ბაჩიაშვილის ცემიდან ოთხი დღე გავიდა, მაგრამ ამ დრომდე დანაშაულის ამსახველ კადრებს პენიტენციური დეპრატმენტი არ ავრცელებს.

  • ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილი ციხეში ცემეს. "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის ცემის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად "ტვ პირველმა" გაავრცელა.

მოგვიანებით, გიორგი ბაჩიაშვილმა გლდანის საპატიმროდან წერილი გაავრცელა, სადაც მასზე ძალადობის დეტალები აღწერა.

ბაჩიაშვილი ჰყვება, რომ ფიზიკური თავდასხმა 11 ივლისს მოხდა. მისივე ინფორმაციით, 8 ივლისს, თავდაპირველად, ის N8 დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და ურჩია ბიძინა ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტო ვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაეხსნა, 11 ივლისს, საღამოს კი მასთან საკანში უცნობი პირი შევიდა, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა.

მსგავსი სიახლეები