ბაჩიაშვილის ადვოკატი: ვითხოვთ, არა მხოლოდ საკნის კამერების ჩანაწერებს, არამედ დერეფნებში და იმ პერიმეტრზე, სადაც თავდამსხმელი გადაადგილდებოდა

15.07.25 13:46
ბაჩიაშვილის ადვოკატი: ვითხოვთ, არა მხოლოდ საკნის კამერების ჩანაწერებს, არამედ დერეფნებში და იმ პერიმეტრზე, სადაც თავდამსხმელი გადაადგილდებოდა

 

 

გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატები ითხოვენ არა მხოლოდ საკანში არსებულ ვიდეო-კამერების ჩანაწერებს, სადაც დეტალურად უნდა იყოს აღბეჭდილი ბიზნესმენზე თავდასხმისა და ანგარიშსწორების, არამედ ციხის დერეფნებსა და იმ პერიმეტრზე დამონტაჟებული კამერების ჩანაწერებს, სადაც თავდამსხმელი გადაადგილდებოდა საკანში შესვლამდე და უკვე გამოსვლის შემდეგ.

ლევან მახარაშვილი ამბობს, რომ გიორგი ბაჩიაშვილი მომხდარს მის მიმართ განხორციელებულ წამებად აფასებს და ამბობს, რომ მომხდარის შესახებ დეტალურ ინფორმაციას პროკურატურას მიაწვდის. 

გიორგი რასაც გადმოსცემს, შეიცავს მძიმე დანაშაულის ნიშნებს, თუმცა იმისათვის, რომ, დასაბუთებულად ვითხოვდეთ კონკრეტულ კვალიფიკაციას, ჯერ პროკურატურის მხრიდან დაწყებული გამოძიება უნდა დავინახოთ - ამბობს ადვოკატი. 

სახალხო დამცველის აპარატის მხრიდან უკვე გაგზავნილია მოთხოვნა ამ კადრების დაარქვივებასთან დაკავშირებით. ასევე, ჩვენ გუშინ გადავაგზავნეთ გენერალურ პროკურატურაში განცხადება. მოვითხოვეთ, ერთი მხრივ დაუყოვნებლივ გამოძების დაწყება, ხოლო, ამავე დროს გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, როგორიც არის იგივე, ვიდეო-კადრების გამოთხოვა. ცალკე ჩვენ, ადვოკატები ვითხოვთ პენიტენციური დეპარტამენტიდან, რომ შენახული იყოს, არა მხოლოდ საკანში განთავსებული ვიდეო-კადრების ჩანაწერები, არამედ იმ პერიმეტრზე, დერეფნებში და ა.შ. სადაც ეს თავდამსხმელი გადაადგილდებოდა მანამ, სანამ საკანში შევიდოდა და შემდეგ უკვე, თავდასხმის შემდეგ. გიორგი რასაც გადმოსცემს, ერთი მხრივ შეიცავს მძიმე დანაშაულის ნიშნებს, თუმცა იმისათვის, რომ ჩვენ ობიექტურად, დასაბუთებულად ვითხოვდეთ კონკრეტულ კვალიფიკაციას, ჯერ პროკურატურის მხრიდან დაწყებული გამოძიება უნდა დავინახოთ. ამ ყველაფრის გააანალიზებიის საფუძველზე, იმ ვიდეო-ჩანაწერების ნახვის საფუძველზე, დარწმუნებული ვარ, უკვე კვალიფიკაციის მოთხოვნაც არ იქნება რთული. გიორგი აცხადებს, რომ პროკურატურის წარმომადგენელს დეტალუად მოუყვება მის მიმართ განხორციელებული წამების დეტალებს. თავად ასე აღწერს არ გარემოებებს. კერძოდ, ის აცხადებს, რომ ის აწამეს და შესაბამისად, ის მზად არის, რომ პროკურატურას მიაწოდოს სრული ინფორმაცია ამის შესახებ", - განაცხადა ლევან მახარაშვილმა. 

  • ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილი ციხეში ცემეს. "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის ცემის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად "ტვ პირველმა" გაავრცელა.

მოგვიანებით, გიორგი ბაჩიაშვილმა გლდანის საპატიმროდან წერილი გაავრცელა, სადაც მასზე ძალადობის დეტალები აღწერა.

ბაჩიაშვილი ჰყვება, რომ ფიზიკური თავდასხმა 11 ივლისს მოხდა. მისივე ინფორმაციით, 8 ივლისს, თავდაპირველად, ის N8 დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და ურჩია ბიძინა ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტო ვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაეხსნა, 11 ივლისს, საღამოს კი მასთან საკანში უცნობი პირი შევიდა, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა.

 

მსგავსი სიახლეები