როგორია სადგურის მოედანთან სახლის ნგრევის შედეგად დაშავებული ქალის მდგომარეობა
სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე სახლის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ქალს კლინიკაში შეყვანისას ქალა-სარტყლის, თხემის ძვლის იმპრესიული და კისრის მეორე მალის ხაზოვანი მოტეხილობა აღენიშნებოდა. ის მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს.
49 წლის ქალმა აღნიშნა, რომ ძმამ გადაარჩინა და გამოიყვანა შემთხვევის ადგილიდან.
"კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში, გუშინ საღამოს, 19 საათსა და 43 წუთზე მოყვანილია ქალბატონი, 49 წლის, მას აღენიშნებოდა ქალა-სარტყლის მოტეხილობა, თხემის ძვლის იმპრესიული მოტეხილობა და კისრის მეორე მალის ხაზოვანი მოტეხილობა. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა საყურადღებო. მკურნალობას განაგრძობს რეანიმაციის დეპარტამენტში. მიმდინარეობს ინტენსიური მეთვალყურეობა და მოვლა. როგორც თავად აღნიშნა ძმამ გადაარჩინა და გამოიყვანა შემთხვევის ადგილიდან," - განაცხადა ექიმმა.
ცნობისთვის, სადგურის მოედანთან, სახლის ჩამონგრევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 1 დაშავდა.
[ფოტო: "ძლიერი საქართველო"]