ვრველდება ტრამპისა და ზელენსკის სატელეფონო საუბრის შინაარსი

15.07.25 16:22
ვრველდება ტრამპისა და ზელენსკის სატელეფონო საუბრის შინაარსი

"ვოლოდიმირ, შეგიძლიათ მოსკოვს დაარტყათ? სანქტ-პეტერბურგს?"- Washington Post წყაროზე დაწყრდნობით წერ, რომ სწროედ ამ კითხვით მიმართა ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის რამდენიმე დღის წინ გამართული სატელეფონო საუბრის დროს. 

როგორც WP წერს, ზელენსკის პასუხი ასეთი იყო: უკრაინას ამის გაკეთება შეუძლია, თუ ვაშინგტონი მათ შესაბამის შეიარაღებას მიაწვდის. 

Washington Post და Financial Times წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ ტრამპი, ახლა, რუსეთის მიმართ, უფრო აგრესიული მოქმედების მომხრეა, ანუ სურს, დაიწყოს "ესკალაცია დეესკალაციისთვის."

წყაროების თქმით, ტრამპის ამგვარი პოლიტიკის ძირითადი მიზანია, "რუსებს ტკივილი აგრძნობინოს" და დააბრუნოს მოსკოვი მოლაპარაკების მაგიდაზე.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს.

WP-ს წყარომ ასევე გაანდო, რომ არ არის გამორიცხული, დონალდ ტრამპმა კიევს დართოს ნება, გამოიყენოს შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები. 

მსგავსი სიახლეები