ლანჩხუთში სასაფლაოები გაძარცვეს, გაქურდულია შინდისის გმირის, რუსლან წულაძის, საფლავიც
ლანჩხუთში, სოფელ ნიგოითის თემში, რამდენიმე სასაფლაო გაძარცვეს. გაძარცვულ საფლავებს შორისაა შინდისის გმირის, რუსლან წულაძის, საფლავიც.
ნოგიოთის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლი, გიგა დოლიძე ამბობს, რომ სასაფლაოებიდან ალუმინის ნივთებია წაღებული.
დაზუსტებული ინფორმაციით, გაძარცვულია ქვიანის, ჭყონაგორისა და ნიგოითის სოფლის სასაფლაოები.
ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.
აღსანიშნავია, რომ გურიაში ბოლო სამი თვის განმავლობაში სასაფლაოების ქურდობის ფაქტები გახშირდა. მოსახლეობა სამართალდამცვებისგან რეაგირებას ითხოვს.