მეტროსადგური "ახმეტელი" რამდენიმე წუთის განმავლობაში პარალიზებული იყო

15.07.25 17:28
მეტროსადგური "ახმეტელი" რამდენიმე წუთის განმავლობაში პარალიზებული იყო

მეტროსადგური "ახმეტელი" რამდენიმე წუთის განმავლობაში პარალიზებული იყო - მოქალაქეებს 20 წუთის განმავლობაში მეტროსადგურში არ უშვებდნენ. 

მოქალაქეები "პირველებს" უყვებიან, რომ მეტროპოლიტენის თანამშრომლებმა მათ ყოველგვარი ახსნის გარეშე დაატოვებინეს მეტროს შიდა ტერიტორია.

განმარტებებს არ აკეთებენ ადგილზე მყოფი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებიც.

როგორც "პრველებს" თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, ახმეტელის და სარაჯიშვილის სადგურები მგზავრებს 8 წუთის განმავლობაში ვერ ემსახურებოდნენ. 

მათი ინფორმაციით, მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი ტექნიკური შეფერხება იყო.

კომპანიაში ამბობენ, რომ ამ დროისთვის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად არის აღდგენილი.

მსგავსი სიახლეები