რა გააკეთა თბილისის მერიამ, რომ ტრაგედია თავიდან აეცილებინა? - რა არგუმენტები აქვს ოპოზიციას და რას ყვებიან ადგილობრივები

15.07.25 20:28
რა გააკეთა თბილისის მერიამ, რომ ტრაგედია თავიდან აეცილებინა? - რა არგუმენტები აქვს ოპოზიციას და რას ყვებიან ადგილობრივები

რატომ არ იყო უსაფრთხოების ზომები გამკაცრებული თევდორე მღვდლის 10 ნომერში და რატომ არაფერი მოიმოქმედა მერიამ ტრაგედიის თავიდან ასარიდებლად? ამ კითხვაზე თბილისის მერს პასუხი არ აქვს. კალაძე ხელს ისევ ხალხისკენ იშვერს და პასუხისმგებლობას სრულად იხსნის.

ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამაში, რაზეც თბილისის მერი საუბრობს, ცვლილებები 2023 წელს შევიდა. თბილისის საკრებულომ მიიღო დადგენილება, სადაც პირდაპირ წერია, რომ ბინების ჩანაცვლების გეგმის განსახორციელებლად მერიას ყველა მოსახლის თანხმობა არ სჭირდება. ის, რაც დადგენილებაში შავით თეთრზე წერია, კალაძე სულ სხვანაირად კითხულობს.

წელიწადნახევრის წინანდელ ვიდეომასალაში ჩანს, რომ სახლის პარაპეტი დაბზარულია. მერიას შენობის საშიში ნაწილის მოხსნა ისე შეეძლო, რომ ამისთვის მობინადრეების თანხმობა არ დასაჭირდება, თუმცა არ გააკეთა იმის მიუხედავად, რომ შენობა ისეთ ქუჩაზე დგას, სადაც სწორედ ამ დაბზარული პარაპეტის ქვეშ, ათასობით ადამიანი გადაადგილდებოდა. 

ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები