ვაკე, წყნეთი, თევდორე მღვდელი - ოპოზიციის თქმით, კალაძე პასუხისმგებლობებს გაურბის
დედაქალაქი ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ცხოვრობს, მაგრამ მერი ისევ მერად რჩება და პასუხისმგებლობას არცერთ ფაქტზე იღებს. კალაძეს თუ დავუჯერებთ, ყველაფერი უბედური შემთხვევაა და ესეც ხან კომპანიების, ხან ხალხის, ხან მერიის რიგითი თანამშრომლების ბრალია. ვაკის პარკის შადრევანში დაღუპული 9 წლის მარიტას საქმეზე კახა კალაძე ამბობდა, რომ ყველა დაისჯებოდა.
ვაკის პარკის საქმეზე კალაძეს პასუხისმგებლობა არ აუღია. მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი დააკავეს, მაგრამ გიგა გიგაშვილი ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს, ელექტორონული სამაჯურით. გამოძიებელმა ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ გიგა გიგაშვილს, რომელიც საჩვენებლად დააკავეს, ციხიდან გამოსვლის შემდეგ ქონება და კომპანიები გაუჩნდა.
ფოტოები, ორი კვირის წინ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გამოქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული და ვადაზე ადრე გათავისუფლებული გიგა გიგაშვილი აბასთუმნის რეაბილიტაციის პროცესშია ჩართული და მინისტრეთან ერთად ტერიტორიას ათვალიერებს.
ვაკის ტრაგედია არ ყოფილა ერთადერთი. წყნეთში, სკვერში, დენის დარტყმის შედეგად 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა. კალაძემ პასუხისმგებლობა მოქალაქეებზე გადაიტანა და თქვა, რომ ნებართვა ელექტროხაზის ფანჩატურში მერიას არ გაუცია. რატომ არ აკონტროლებდნენ ტერიტორიას შესაბამისი უწყებები? ეს კითხვა ორი წლის თავზეც უპასუხოა.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.