ექსპერტმა დამალა, რომ ვიდეოკადრები, რომელიც ბრალდებამ წარადგინა, დამონტაჟებული იყო - რა ხდებოდა სინდისის პატიმრების პროცესზე
დამონტაჟებული ვიდეოები და ვერცერთი პირდაპირი მოწმე სინდისის პატიმრების წინდააღმდეგ - დღევანდელ პროცესზე დადასტურდა ის, რასაც დაცვის მხარე 8 თვე ამბობდა. ირკვევა, რომ ვიდეოკადრები, რომელიც საქმეში დევს, დამონტაჟებულია. მონტაჟის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა ექსპერტ ვალერიან მესხს, თუმცა მან დასკვნაში ამის შესახებ არაფერი თქვა და გამოძიებას ეს ინფორმაცია დაუმალა.
პროკურატურა რამდენიმე თვე ელოდა ამ ვიდეოკადრების გამოკვლევას. ექსპერტმა, რომელიც დღეს გამოიკითხა, კადრებში ამოიცნო ჯანო არჩაია, გური მურხულავა, ირაკლი ქერაშვილი და სერგეი კუხარჩუკი. გურამ მირცხულავას ადვოკატი პირდაპირ ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ ვიდეო დამონტაჟებულია და მირცხულავას აქციაზე რაიმე კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია.
დღეს კითხვები ჰქონდა ჯანო არჩაიასაც. სინდისის პატიმარს აინტერესებს, რატომ ზის ციხეში სხვა ბრალდებულებთან ერთად, როცა ამ დრომდე პროკურატურას მათ წინააღმდეგ არცერთი მტკიცებულება არ მოუტანია და არცერთი დაზარალებული არ მიუყვანიათ, ვინც რომელიმე დაკავებულს ამოიცნობდა.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.