ხვალ, 12:00-ზე ისევ სასამართლო მაქვს, დიდი ალბათობით ისევ პატიმრობას მოითხოვენ-თათია აფრიამაშვილი

15.07.25 21:13
ხვალ, 12:00-ზე ისევ სასამართლო მაქვს, დიდი ალბათობით ისევ პატიმრობას მოითხოვენ-თათია აფრიამაშვილი

აქტივისტი თათია აფრიამაშვილი ისევ პატიმრობის მოლოდინშია. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

20 წლის აქტივისტი ქალი საზოგადოებას პირდაპირ კითხვას უსვამს: რამდენი ადამიანი უნდა დააკავონ, დააშორონ ახლობლებს, გაიაროს იზოლატორი, სანამ  პასუხისმგებლობას იგრძნობენ?

მისი გზავნილი მკაფიოა: “მარტო ჩემია ეს ქვეყანა? თუ მხოლოდ იმ 300 კაცისა, ვინც რუსთაველზე ჩნდება?“

ხვალ, 12:00-ზე ისევ სასამართლო მაქვს, და დიდი ალბათობით ისევ პატიმრობას მოითხოვენ.
მე კი მკიდია და „გამიტრუხდა“ ეს იზოლატორში შესვლა-გამოსვლა, მაგრამ რას აპირებთ? რამდენი ადამიანი უნდა დავიტრამვოთ საყვარელ ადამიანებთან განშორებით, რომ თქვენც იგრძნოთ პასუხისმგებლობა? მარტო ჩემია ეს ქვეყანა? ან მარტო იმ 300 კაცის, ვინც სულ ჩანს რუსთაველზე?
თქვენ აქ გინდათ ცხოვრება? ქვეყანაში, სადაც 20 წლის გოგო მეორედ ვემზადები იზოლატორში მოსახვედრად? მომბეზრდა ხვეწნა, რომ გაიღვიძოთ. ქოცებს იმსახურებთ და გყავთ კიდეც,- წერს ის.

მსგავსი სიახლეები