თუ აღმოჩნდება, რომ ციხეში ათეულობით კამერა იყო გამორთული, ეს კიდევ უფრო საეჭვო იქნება- ბაჩიაშვილის ადვოკატი

15.07.25 22:14
თუ აღმოჩნდება, რომ ციხეში ათეულობით კამერა იყო გამორთული, ეს კიდევ უფრო საეჭვო იქნება- ბაჩიაშვილის ადვოკატი

გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატები ითხოვენ არა მხოლოდ საკანში არსებულ ვიდეო-კამერების ჩანაწერებს, არამედ ციხის დერეფნებსა და იმ პერიმეტრზე დამონტაჟებული კამერების ჩანაწერებს, სადაც თავდამსხმელი გადაადგილდებოდა საკანში შესვლამდე და გამოსვლის შემდეგაც.  ასევე კლინიკა “ვივამედის“ ჩანაწერებს, რადგან ლევან მახარაშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის გადმოცემით, როდესაც ემრჯენსის მანქანით გადაჰყავდათ, იქაც უღებდნენ ვიდეოს.

“ამ ყველაფრის რეკონსტრუქციით, გამოისახება რეალური სურათი, რა მოხდა“,- განაცხადა ადვოკატმა გადაცემა “რეაქციაში“.

როგორც ბაჩიაშვილი აცხადებს, მის საკანში განთავსებული იყო ორი კამერა, რომელიც არა ჩამწერის ფუნქციას ასრულებდა, არამედ მის თქმით, ჰქონდა განცდა, რომ ლაივ რეჟიმში აკვირდებოდნენ, რადგან საპირფარეშოში შესვლის დროსაც კი შედიოდნენ და ეკითხებოდნენ, რა ხდება, თვალსაწიერს როგორც კი გასცდებოდა, შესაბამისად, ეს ამყარებს ეჭვებს. 

ჩვენ გვაქვს კანონმდებლობა, გვაქვს მძიმე ფაქტი, რომელიც მოხდა, ეს არ არის არჩევანის საგანი, რომ პროკურატურამ თავად გადაწყვიტოს, გამოიძიებენ თუ არა, ევალებათ, რომ უნდა გამოიძიონ და ამასთან ერთად, არსებობს უამრავი ფაქტი, ობიექტურად დადგენადი, რაც არ არის ბაჩიაშვილის ჩვენებაზე დამოკიდებული. ჩვენ მოთხოვნილი გვაქვს არა მხოლოდ ციხის კამერის, არამედ კლინიკა “ვივამედის“ ჩანაწერებიც, ბაჩიაშვილი ამბობს, რომ როდესაც ემრჯენსის მანქანით გადაჰყავდათ, იქაც უღებდნენ ვიდეოს. ამ ყველაფრის რეკონსტრუქციით, გამოისახება რეალური სურათი, რა მოხდა,- ამბობს ის.

მახარაშვილის თქმით, თუ კამერის ჩანაწერებს არ მიაწვდიან იმ მიზეზით, რომ კამერები იყო გამორთული, ეს უფრო გაამძაფრებს ეჭვს და დაადასტურებს მისი დაცვის ქვეშ მყოფის განცხადებების სიმართლეს.

ამ დაწესებულებას აქვს თავისი შიდა ნორმატიული მავალებელი აქტი, რომლის მიხედვითაც, მათ ევალებათ არაუმცირეს 10 დღის ვადისა, ეს ჩანაწერები ჰქონდეთ. ციხის პენიტენციურ დაწესებულებაში რომ აღმოჩნდეს, რომ ათეულობით კამერა იყო გამორთული, ეს კიდევ უფრო საეჭვო იქნება  და დაადასტურებს იმას, რასაც ბაჩიაშვილი აცხადებს, ჩვენი მიზანია, მოხდეს რეაგირება ადეკვატური, მეორე-მისი ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვა,- ამბობს ის.

მისივე თქმით, ისინი ითხოვენ ბაჩიაშვილი მე-12 დაწესებულებაში გადაყვანას, რადგან იქ სპეციფიკური კონტიგენტია მოთავსებული.

ჩვენ ვითხოვთ, გიორგი ბაჩიაშვილი გადაიყვანონ თუნდაც მე-12 დაწესებულებაში, რადგან სპეციფიკური კონტიგენტია მოთავსებული, და მეორე, მისი განთავსება მოხდეს დამოუკიდებლად, სხვა თანამესაკნეების გარეშე, რომ მსგავის არ განმეორდეს, 24-საათიანი, მოქმედი, მუშა ვიდოეკამერის დაკვირვების ქვეშ. სამწუხაროდ, ამ რეალობაში, რომ მის მიმართ, თუნდაც გასაჩივრებული განაჩენი არსებობს და ის იმყოფება ამ დაწესებულებასი პრევენციის სხვა ალტერნატივა არ გაგვაჩნია, თუმცა, თუ ეს მოთხოვნებიც არ შესრულდება და რაიმე მოხდება, ცხადია, პასუხისმგებლობა იმავე პენიტენციურს და მთლიანად სახელმწიფოს,- დასძინა მან.

  • ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილი ციხეში ცემეს. "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის ცემის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად "ტვ პირველმა" გაავრცელა.

მოგვიანებით, გიორგი ბაჩიაშვილმა გლდანის საპატიმროდან წერილი გაავრცელა, სადაც მასზე ძალადობის დეტალები აღწერა.

ბაჩიაშვილი ჰყვება, რომ ფიზიკური თავდასხმა 11 ივლისს მოხდა. მისივე ინფორმაციით, 8 ივლისს, თავდაპირველად, ის N8 დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და ურჩია ბიძინა ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტო ვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაეხსნა, 11 ივლისს, საღამოს კი მასთან საკანში უცნობი პირი შევიდა, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა.

მსგავსი სიახლეები