18 წლის ქალის გაუპატიურების სავარაუდო მცდელობა ბათუმში - დაკავებული შესაძლოა, გაათავისუფლონ

06.10.21 15:28
18 წლის ქალის გაუპატიურების სავარაუდო მცდელობა ბათუმში - დაკავებული შესაძლოა, გაათავისუფლონ

გაუპატიურების სავარაუდო მცდელობა ბათუმში - 18 წლის ქალი დახმარებას ითხოვს. როგორც მან "ტვ პირველს" უთხრა, 49 წლის კაცი, რომელიც სავარაუდო სექსუალური ძალადობისთვის პირველ აგვისტოს დააკავეს, შესაძლოა, გაათავისუფლონ. 

სავარაუდო დაზარალებული, რომელიც დაკავებულის ახლო ნათესავია, "პირველებთან" აცხადებს, რომ კაცს გავლენიანი მფარველები ჰყავს. 

31 ივლისს, გამთენიისას ნათლიაჩემის ქმარმა, ჩემზე სექსუალური ძალადობა სცადა. ოთახში მისი არასრულწლოვანი შვილებიც იყვნენ. როგორღაც თავი დავაღწიე და მხოლოდ მცდელობა იყო. მას შემდეგ რაც პოლიციას მივმართე, იყო შემოთავაზებები, რომ შეგვეწყალებინა, რადგან სამი შვილი ჰყავს.

მოძალადეს ხელს უწყობენ, საქმის მასალებთან წვდომის საშუალებას არ გვაძლევენ. არც ტელეფონებს გვიბრუნებენ. ამ ტელეფონებში არის მტკიცებულებები. 

ვფიქრობ, რადგან გავლენიანი პირია, შეიძლება, საქმე გააყალბონ"- აცხადებს სავარაუდო დაზარალებული. 

18 წლის ქალის უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაცია "იალქანი" იცავს. ცენტრის ხელმძღვანელი, თიკო აბაშიძე, "ტვ პირველთან" ამბობს, რომ სასამართლომდე ერთი კვირით ადრე ადვოკატი საქმის მასალებს ჩამოშორდა, რაც ამძაფრებს ეჭვს, რომ დაკავებულს გავლენიანი მფარველები ჰყავს. 

"ტვ პირველი" დაკავებულის უფლებადამცველსაც ესაუბრა. ადვოკატის თქმით, საქმეში არაერთი მტკიცებულებაა, რაც ახალგაზრდა ქალის ბრალდებებს გააბათილებს. 

ცალსახად გეუბნებით, რომ მსგავსი რამ ბუნებაში არ არსებობს. ეს არის ჩვეულებრივი ტყუილი და რაში სჭირდება ეს პოპულისტური განცხადებები 18 წლის გოგოს, ვერ ვხვდები. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს"- ამბობს ადვოკატი. 

რეზონანსულ საქმეზე სასამართლო 13 ოქტომბერს გაიმართება. ახალგაზრდა ქალმა სახალხო დამცველსა და ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას" უკვე მიმართა. 

მსგავსი სიახლეები