UNICEF ახალი კვლევა მოზარდებზე საქართველოში: ვერ აყალიბებენ აზრს, უჭირთ წერა, ნამდვილი და ყალბი აზრების გარჩევა

16.07.25 12:00
UNICEF ახალი კვლევა მოზარდებზე საქართველოში: ვერ აყალიბებენ აზრს, უჭირთ წერა, ნამდვილი და ყალბი აზრების გარჩევა

რა გამოწვევების წინაშე დგანან მოზარდები საქართველოში საგანმანათლებლო სივრცეში? - გაეროს ბავშვთა ფონდი ახალ ანგარიშს აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, მოზარდები მნიშვნელოვან პრობლემებს აწყდებიან წიგნიერებაში, განსაკუთრებით უჭირთ თავიანთი აზრის მკაფიოდ გამოხატვა, გამართულად წერა და კრიტიკული აზროვნება.

ეთნიკური უმცირესობებისათვის კი სახელმწიფო ენის ბარიერი განსაკუთრებით დიდ დაბრკოლებას წარმოადგენს. კრიტიკულ საკითხად რჩება მენტალური ჯანმრთელობა. კვლევის მონაწილეები ამბობენ, რომ ამ თემაზე სკოლებში მეტი საუბარია საჭირო.

კვლევის ძირითადი მიგნებებია:

  • მოზარდები აწყდებიან მნიშვნელოვან გამოწვევებს წიგნიერებაში, განსაკუთრებით უჭირთ თავიანთი აზრების მკაფიოდ გამოხატვა, წერა და კრიტიკული აზროვნება.
  • ეთნიკური უმცირესობები აწყდებიან სირთულეებს ქართული ენის ცოდნაში, რაც საჭიროა მათი აკადემიური ჩართულობისა და განვითარებისათვის.
  • მოზარდები აღიარებენ STEM-ის მნიშვნელობას, მაგრამ მათი გაგება შეზღუდულია, განსაკუთრებით, მეცნიერების პრაქტიკული გამოყენების თვალსაზრისით.
  • მიუხედავად კარგი ციფრული უნარებისა, მოზარდები აწყდებიან გამოწვევებს კიბერუსაფრთხოების, სოციალური მედიის წიგნიერების და ციფრული საფრთხეების მიმართულებით.
  • მოზარდები აწყდებიან სირთულეებს თვითრეფლექსიის, კარიერასთან დაკავშირებული კონსულტაციის და პიროვნული ზრდის მიმართულებით, ხშირად დემოტივირებულნი არიან საზოგადოებრივი და საგანმანათლებლო სტრუქტურების მიმართ.
  • მენტალური ჯანმრთელობა რჩება კრიტიკულ საკითხად, შეზღუდული ხელმისაწვდომობით სერვისებზე და მეტი განათლების საჭიროებით ამ თემაზე”, – წერია კვლევაში.

კვლევა საფრანგეთის მთავრობის მხარდაჭერით და სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების ბავშვთა უფლებების ცენტრებთან პარტნიორობით, გაეროს ბავშვთა ფონდმა მოზარდების უნარებისა და ძირითადი კომპეტენციების შესახებ საქართველოს შვიდ რეგიონში ჩაატარა. კვლევის მიზანი იყო უწყვეტი განათლებისთვის საჭირო უნარებისა და კომპეტენციების შეფასება ევროკომისიის რეკომენდაციების საფუძველზე. 

მსგავსი სიახლეები