როგორია გიორგი ბაჩიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ეკა ბესელიამ საკანში ნაცემი ბიზნესმენი მოინახულა

16.07.25 14:31
როგორია გიორგი ბაჩიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ეკა ბესელიამ საკანში ნაცემი ბიზნესმენი მოინახულა

გიორგი ბაჩიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა. ნაცემი ბიზნესმენი ისევ ეტლით გადაადგილდება, ტკივილები, თავბრუსხვევები აღენიშნება და ის დაზიანებებიც ხილულია, რომელიც მას საკანში თავდასხმისას მიაყენეს  - ეს ინფრომაცია გლდანის მე-18 დაწესებულებიდან ადვოკატმა ეკა ბესელიამ გამოიტანა, რომელმაც ცოტა ხნის წინ, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი მოინახულა.

ბესელია ამბობს, რომ გიორგი ბაჩიაშვილს პროფესიონალი ექიმების დახმარება სჭირდება და ის ნორმალურ საავადმყოფოში მკურნალობას საჭიროებს.

იურისტის თქმით, ბაჩიაშვილმა მას დეტალურად მიაწოდა მისი ცემის შესახებ ინფორმაცია - "რაც მან განცხადებით დაწერა ქრონოლოგიურად მიამბო".

"გამოძიებას ითხოვს და კამერების ამოღებას, სადაც უნდა იყოს აღბეჭდილი ის ყველაფერი რაც მოხდა" - ამბობს ბესელია. 

გიორგი ბაჩიაშვილი და გიორგი ჩიკვაიძე მოვინახულე, ადამიანები ციხეში შევიდნენ ჯანმრთელები და ახლა ორივე ეტლში ზის.  ბაჩიაშვილთან ვისაუბრე, მას აქვს ჩივილები, აქვს ტკივილები აქვს. ვიზუალურადაც ხომ აღენიშნება, თავი შეხვეული აქვს, ის ჭრილობაც ჩანდა. რამდენიმე ნაკერი ადევს. აწუხებს სხვა სახის სიმპტომები - თავბრუსხვევა, თავისტკივილი და სჭრიდება კვალიფიციური ექიმების ჩარევა. ეს შეიძლება იყოს ტვინის შერყევის ნიშნები ან სხვა სიმპტომი, ამიტომ მისთვის საავადმყოფოს პირობები არის ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა და ასევე უსაფრთხოების პირობები. მე ამ მიზნით შემოვედი ახლა, რომ მისი დაცვის და უსაფრთხოების დაცვის კუთხით გარკვეული მონიტორინგის განხორციელება შემიძლია და მათ შორის მქონდა საუბარი ადმინისტრაციასთანაც. პირველ რიგში თვითონ გიორგი ადასტურებს იმ ყველაფერს, რაც თქვენთან ეთერში უკვე იყო და რაც მან დაწერა. ზუსტად ისე მომიყვა, დეტალურად და ქრონოლოგიურად. გამოძიებას ითხოვს დაკამერების ამოღეაბს, სადაც უნდა იყოს აღბეჭდილი ის ყველაფერი რაც მოხდა. ის ისედაც არის ისეთ საკანში, რომელიც კამერებით არის აღჭურვილი, განსაკუთრებული პატიმარია იცით და მასთან შემსვლელ-გამომსვლელიც კონტროლდება. როდესაც ხელმისაწვდომი არ ხდება კამერის ჩანაწერები, ეს იმას ნიშნავს, რომ მალ;ავ დანაშაულს. მე ამ ციხეში შემოვდიოდი წინა რეჟიმის დროს ნაწამებ პატიმრებთან. მე საკუთარი თვალით მინახავს, რაც ხდებოდა იმ წლებში. ეს განცდა მაქვს ახლა, რომ იმ წლებში დაბრუნება მოახერხა "ოცნებამ". შეიძლება ის მასშტაბი არ არის, მაგრამ ცალკეული ისტორიები არის ხელწერა",- განაცხადა ბესელიამ. 

ბესელიასთვის "ოცნების" ვერსია, რომლებიც ბაჩიაშვილზე ანგარიშსწორებას პატიმრებს შორის ყოფით დაპირისპირებად აფასებენ, დაუჯერებელია. 

უნდა ესმოდეს ივანიშვილს და მის გუნდს, რომ ყველა ეჭვი მისკენ მიემართება - ამბობს უფლებადამცველი და "ოცნებას" მოუწოდებს, რომ მალე გაასაჯაროონ საკნის კამერის ჩანაწერები. 

მისივე განცხადებით, პატიმრობაში მყოფი პირის ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებაზე, მის მიმართ მოპყრობაზე, რაიმე რომ დაემართოს, ამაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება. 

რაც ბაჩიაშვილის ირგვლივ მოხდება, უნდა ესმოდეს ივანიშვილს და მის გუნდს, რომ ყველა ეჭვი მისკენ მიემართება. ასეთი სცენარი ვითარდება.

ერთი წუთით რომ დავუშვათ, რომ ის პატიმარი შევიდა შემთხვევით, ან შეიყვანეს სესახლებისთვის და კონფლიქტი მოხდა ყოფით ნიადაგზე, რაც ბაჩიაშვილის ირგვლივ მოხდება, უნდა ესმოდეს ივანიშვილს და მის გუნდს, რომ ყველა ეჭვი მისკენ მიემართება. ასეთი სცენარი ვითარდება.

ეს საქმეც სტრასბურგში უნდა გაიგზავნოს როგორც ვიცი და საერთაშორისო ყურადღებსი ქვეშ არის, ამიტომ გამოძებას თვითონ უნდა ჰქონდეს ინტერესი დადოს ეს მასალა და თქვან, თუ მათი ბრალი არ არის, თუ არ იყო წინასწარ ორგანიზებული, დადონ ეს მასალა.

პატიმრობაში მყოფი პირის ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებაზე, მის მიმართ მოპყრობაზე, რაიმე რომ დაემართოს, ამაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება, იუსტიციის სამინისტროს. ეს კარგად უნდა ესმოდეს იუსტიციის მინისტრს, რომელიც ყოფილი ადვოკატია. ასეთი პატიმარი, როგორიც ბაჩიაშვილია, რომლის მიმართ ასეთი დიდი ინტერესია, ბუნებრივია არაფერია გახმაურების გარეშე. მნიშვნელოვანია, რომ ახლა გიორგი ბაჩიაშვილი იყოს მარტო, იმიტომ, რომ გამოირიცხოს ყოვლეგვარი პროვოკაცია და პასუხისმგებლობა ამ ადამიანის უსაფრთოებაზე მთლიანად აიღოს იუსტიციის სამინისტრომ", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

  • ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილი ციხეში ცემეს. "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის ცემის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად "ტვ პირველმა" გაავრცელა.

მოგვიანებით, გიორგი ბაჩიაშვილმა გლდანის საპატიმროდან წერილი გაავრცელა, სადაც მასზე ძალადობის დეტალები აღწერა.

ბაჩიაშვილი ჰყვება, რომ ფიზიკური თავდასხმა 11 ივლისს მოხდა. მისივე ინფორმაციით, 8 ივლისს, თავდაპირველად, ის N8 დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და ურჩია ბიძინა ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტო ვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაეხსნა, 11 ივლისს, საღამოს კი მასთან საკანში უცნობი პირი შევიდა, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა.

მსგავსი სიახლეები