გიორგი გორგაძეს რამდენიმე დღის წინ ფილტვების ანთება ჰქონდა - პატიმართან სასწრაფო დახმარება გამოიძახეს
"პირველების" კორესპოდენტის ცნობით, სინდისის პატიმართან, გიორგი გორგაძესთან, რომელიც სასამართლო პროცესზე ცუდად გახდა, სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს.
პროევროპული აქციების დროს დაკავებიული შეუძლოდ პროცესის დაწყებისას გახდა, რის გამოც 8 პირის პროცესი შეწყდა.
ამასთან, გორგაძის მშობლებს შვილის ნახვის უფლება მისცეს.
ადვოკატ არჩილ ჭავჭანიძის თქმით, ექიმმა მათ უთხრა, რომ გორგაძემ დილით, მშიერ კუჭზე „ნიმესილი“ დალია.
გაირკვა ისიც, რომ დაკავებულს რამდენიმე დღის წინ ფილტვების ანთება ჰქონდა.
ცნობისთვის, თვილისის საქალაქო სასამართლოში ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძისა და ნიკოლოზ ჯავახიშვილის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს.