როგორ გავუმკლავდეთ ძლიერ სიცხეს - ჯანდაცვის სამინისტრო რეკომენდაციებს ავრცელებს

16.07.25 14:44
როგორ გავუმკლავდეთ ძლიერ სიცხეს - ჯანდაცვის სამინისტრო რეკომენდაციებს ავრცელებს

ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, განსაკუთრებით კი რისკ ჯგუფებში მყოფ ადამიანებს - ახალშობილებს, ორსულებს, ხანდაზმულებს, ქრონიკული დაავადების მქონე პირებს და შენობის გარეთ მომუშავეებს, დაიცვან სიცხის დროს ჯანმრთელობისთვის აუცილებელი რეკომენდაციები.

სამინისტრო აცხადებს, რომ:

  • – მაღალი ტემპერატურა საფრთხეს უქმნის ყველას, თუმცა ყველაზე მოწყვლადია ზემოთ ჩამოთვლილი ჯგუფები;
  • – ქრონიკულად დაავადებულებმა ან მედიკამენტების მომხმარებლებმა აუცილებლად უნდა გაესაუბრონ ექიმს მედიკამენტების დოზირების შესახებ;
  • – თავი უნდა აარიდონ ალკოჰოლს, ტკბილ და კოფეინის შემცველ სასმელებს, მაღალი ცილის შემცველ საკვებს;
  • – სასურველია ოთახში ტემპერატურა დღისით არ აღემატებოდეს 32°C-ს, ხოლო ღამით — 24°C-ს.

 ბავშვების შემთხვევაში, სამინისტრო ხაზს უსვამს:

  • – სიცხემ შესაძლოა გამოიწვიოს დეჰიდრატაცია, კრუნჩხვები და მიმოქცევის მოშლა;
  • – სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში (მოწყვეტა, ღებინება, ქცევის ცვლილება და სხვ.) აუცილებელია დაუყოვნებლივი კონტაქტი ექიმთან;
  • – ბავშვები არ უნდა დარჩნენ დახურულ მანქანაში, თუნდაც გრილ ამინდში.

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ასევე რეკომენდებულია:

  • – მოერიდოთ გაუფილტრავ წყალს, დამდგარ ტბებსა და მდინარეებში ბანაობას;
  • – ფრთხილად იყოთ მწერების (კოღოები, ტკიპები) ნაკბენების დროს და გამოიყენოთ შესაბამისი საშუალებები;
  • – უზრუნველყოთ საკვების ჰიგიენა და მალფუჭებადი პროდუქტები არ დატოვოთ ცხელ გარემოში;
  • – ატაროთ ღია ფერის, ჰაერგამტარი ტანსაცმელი, მიიღოთ სითხე დიდი რაოდენობით და მოერიდოთ მძიმე ფიზიკურ დატვირთვას.

 

მსგავსი სიახლეები