Dressup HOME - სახლის აქსესუარების ახალი კატეგორია Dressup.ge-ზე
მოდის სფეროში 30-წლიანი გამოცდილების მქონე „დრესაპ ჯგუფმა“, რომელიც ქართულ ბაზარზე 100-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდს წარმოადგენს, ახალი მიმართულება დაამატა.
კომპანიამ მომხმარებელს სახლის აქსესუარების კატეგორია - Dressup HOME წარუდგინა, რომელიც ექსკლუზიურად ონლაინ, Dressup.ge-ზე არის ხელმისაწვდომი.
ახალი კატეგორია აერთიანებს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების დახვეწილ და თანამედროვე კოლექციებს, მათ შორის: Chehoma, Opjet, Salt & Pepper, Gentlemen's Hardware, Blue Shaker და The Nice Fleet.
მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, შეარჩიოს უმაღლესი ხარისხის:
- ჭურჭელი და სამზარეულოს აქსესუარები
- დეკორატიული ნივთები, მათ შორის აბაზანის აქსესუარები
- ტექსტილი
- განათება
აღნიშნული ნივთები სახლის ინტერიერს განსაკუთრებულ ხასიათსა და სიმყუდროვეს შესძენს.
Dressup HOME-ის კოლექცია მოიცავს როგორც თანამედროვე დიზაინის, ასევე ვინტაჟური და რეტრო სტილის აქსესუარებს, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, შექმნას უნიკალური და პერსონალიზებული ატმოსფერო საკუთარ სახლში.
აღმოაჩინეთ ახალი კოლექციები და აქციეთ თქვენი სახლი შთაგონების წყაროდ Dressup.ge-სთან ერთად.
NS