AL Jazeera: "ქართული ოცნება" სისტემურად ებრძვის განსხვავებულ აზრს და დამოუკიდებელ მედიას
AL Jazeera საქართველოში მიმდინარე მასობრივ პროტესტზე, მედიაზე მკაცრ კონტროლსა და ქვეყანაში მზარდ ავტორიტარიზმზე საუბრობს.
AL Jazeera-ს ჟურნალისტი, ელეტა სკრივო თბილისიდან ჟურნალისტებისა და დამოუკიდებელი ხმების მიმართ მზარდი ზეწოლის შესახებ იუწყება.
სიუჟეტი, რომელიც ცნობილმა ტელეარხმა მოამზადა, საუბარია, რომ "ქართული ოცნება" სისტემურად ებრძვის განსხვავებულ აზრს და დამოუკიდებელ მედიას, რაც მედიის წარმომადგენლებს რეალურ საფრთხეს უქმნის.
2024 წლის ნოემბრიდან დაწყებული აქციების პერიოდში დაახლოებით 150 ჟურნალისტი დაშავდა, თუმცა არცერთი შემთხვევა არ არის გამოძიებული - ნათქვამია სიუჟეტში.
AL Jazeera-ს ჟურნალისტი საუბრობს საზოგადოებრივი მაუწყებელზეც, ასევე "ოცნების" დეზინფორმაციულ არხებზეც.
საზოგადოებრივი მაუწყებელი. რომელიც ხალხის სამსახურში უნდა იდგეს, "ქართული ოცნების" პროპაგანდის იარაღად არის ქცეული. მასთან დაკავშირებული პროტესტები უკვე 200-ზე მეტ დღეს გრძელდება. ჟურნალისტები, რომლებიც დაკავებული კოლეგების მიმართ სოლიდარობას გამოხატავენ, ან არხის საინფორმაციო პოლიტიკას აკრიტიკებენ, სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს.
ტელეკომპანია იმედი, Post TV და სხვა "ქართული ოცნების" მედია დეზინფორმაციის და აგრესიული რიტორიკის გამავრცელებელი არხებია.
სიუჟეტში საუბარია "ქართული ოცნების" ბოლო პერიოდში მიღებულ კანონებზე.
კანონები მიზნად ისახავს, მათ შორის დაფინანსების ყველა წყაროს გადაკეტვას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი არსებობისთვის. დამოუკიდებელი მედიასაშუალებები, როგორიცაა Netgazeti და ბათუმელები • Batumelebi.ge და სხვა ონლაინ მედიები, ყოველდღიურ გადარჩენისთვის იბრძვიან.
ამ ყველაფერმა მიგვიყვანა იმ მდგომარეობამდე, სადაც დემოკრატიული დისკუსია გამქრალია, განსხვავებული აზრი დევნის ობიექტია, ხოლო ქვეყნის ევროპული გზა — დაბლოკილი.
AL Jazeera ხაზს უსვამს, რომ "საქართველოში მიმდინარე პროცესი არის გაფრთხილება საერთაშორისო საზოგადოებისთვის, თუ როგორ იშლება დემოკრატია რუსეთის სამეზობლოში".
ეს მხოლოდ საქართველოს შიდა პრობლემა არ არის. საქართველოში მიმდინარე პროცესი არის გაფრთხილება საერთაშორისო საზოგადოებისთვის, თუ როგორ იშლება დემოკრატია რუსეთის სამეზობლოში, როცა საინფორმაციო სივრცე რუსულ დეზინფორმაციას უჭირავს "რუსული რეჟიმის" გავლენით მოქმედი მედიასაშუალებების მეშვეობით.