ნგრევა სადგურის მოედანზე - მერის მოადგილე ამტკიცებს, რომ ავარიული კორპუსის შემოღობვა შეუძლებელი იყო

16.07.25 16:12
ნგრევა სადგურის მოედანზე - მერის მოადგილე ამტკიცებს, რომ ავარიული კორპუსის შემოღობვა შეუძლებელი იყო

ნგრევა სადგურის მოედანზე - თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი ამბობს, რომ კორპუსის დემონტაჟამდე მერია შენობის სახურავის დათვალიერებას იწყებს, რათა საფრთხის შემცველი ნაწილები მოხსნას. 

ამასთან, კალაძის მსგავსად, ბენდელიანიც ამბობს, რომ კორპუსის ავარიულობის შესახებ იქ მცხოვრები მოსახლეობაც საქმის კურსში იყო, თუმცა შენობიდან გამოსვლაზე უარს აცხადებდნენ. 

ერთი წელია მოსახლეობასთან მიმდინარეობს ამაზე კომუნიკაცია. შესაბამისად, ახლა უკვე ამ კონკრეტულმა ფაქტმა, არ არის გამორიცხული, რომ დააპროვოცირა, თუნდაც მის მიმდებარედ არსებულ პარაპეტებსაც, გარკვეულწილად, ბზარები შესძინა. ამიტომ ახლა მთლიანად უნდა შემოვიაროთ, მთლიანი კორპუსის სახურავის ეს ნაწილი, თუ სადმე იქნება საფრთხის შემცველი ნაწილი, ამას კორპუსის დემონტაჟამდე მოვხსნით. 

მოსახლეობასთან სწოედ ამ მიზნით გვქონდა ჩვენ კომუნიკაცია, რომ ეს არის ავარიული. ეს კორპუსი რომ არ ყოფილიყო ავარიული და პირველ რიგში, მათთვის ყოფილიყო უსაფრთხო, მაშინ საერთოდ არ დავიწყებდით კომუნიაციას და არც ჩანაცვლებაზე ვილაპარაკებდით, - ამბობს ბენდელიანი. 

"პირველების" კითხვაზე, იფიქრა თუ არა მერიამ იმაზე, რომ ავარიული კორპუსი საფრთხეს გამვლელებსაც უქმნიდა, მერის მოადგილე ამტკიცებს, რომ შენობას ფიზიკურად ვერ შემოსაზღვრავდნენ იქიდან გამომდინარე, რომ იქ ხალხი ცხოვრებას განაგრძობდა. 

რაც შეეხება ფეხით მოსიარულეებს, რამდენჯერმე დაისვა კითხვა, რომ რატომ არ შემოღობეთ მთლიანი პერიმეტრი და ა.შ. და ურბაოდ, წარმოუდგენელია, როდესაც კორპუსში ადამიანები ცხოვრობენ, როგორ უნდა შემოარტყა გარედან გალავანი ამ კორპუსს და ჩატოვო ეს ხალხი შიგნით? ფიზიკურად ეს ხალხი ვერ გამოგვყავდა კორპუსიდან და გალავანი და ღობე როგორ უნდა შემოგვერტყა მთლიანი კორპუსისთვის?, - ამბობს ირალი ბენდელიანი. 

ცნობისთვის, ორი დღის წინ, სადგურის მოედანთან შენობა ჩამოინგრა, შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 1 დაშავდა. მომხდარის შემდეგ დედაქალაის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ "სადგურის მოედანზე" ჩამონგრეული კორპუსი ავარიული იყო და „ეს ადგილობრივმა მოსახლეობამაც იცოდა".

მსგავსი სიახლეები