ფონიჭალაში 14 წლის მოზარდს დენმა დაარტყა - არასრულწლოვანი გარდაიცვალა

16.07.25 16:43
ფონიჭალაში 14 წლის მოზარდს დენმა დაარტყა - არასრულწლოვანი გარდაიცვალა

ფონიჭალაში, 14 წლის მოზარდი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გარდაცვლილის საცხოვრებელ სახლში მოხდა, როცა ის თანატოლებთან ერთად ეზოში თამაშობდა. 

ერთ-ერთი ვერსიით, მოზარდს მაცივარში გამავალმა დენმა დაარტყა.

 გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები