საგამოძიებო მოქმედებები სოლოლაკში - "პირველების" ინფორმაციით, მაჩაბელის ქუჩაზე სროლა იყო

16.07.25 17:17
საგამოძიებო მოქმედებები სოლოლაკში - "პირველების" ინფორმაციით, მაჩაბელის ქუჩაზე სროლა იყო

"პირველების" ინფორმციით, გუშინ გვიან ღამით სროლა იყო თბილისში - ვის გაუხსნეს ცეცხლი სოლოლაკში, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ ამბობს.

"პირველების" ინფორმაციით, გუშინ გვიან ღამით, მაჩაბელის ქუჩაზე, სავარაუდოდ ერთი ადამიანი დაჭრეს, თუმცა არც დაჭრილის და არც დაკავებულის შესახებ გელა გელაძის უწყება ამ დრომდე არ საუბრობს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ შეესწრნენ იმ ფაქტს, როდესაც ადგილზე საგამოძებო მოქმედებები მიმდინარეობდა.

 "პირველებმა" გაარკვია, რომ შსს-მ სათვალთვალო კამერის ჩანაწერები მიმდებარედ მდებარე სალონიდან გამოითხოვა.