3 დაჭრილი და 1 ნაცემი პოლიციელი - სოფელ ხელთუბანში მომხდარის განსხვევებულ ვერსიაზე საუბრობენ

16.07.25 17:32
3 დაჭრილი და 1 ნაცემი პოლიციელი - სოფელ ხელთუბანში მომხდარის განსხვევებულ ვერსიაზე საუბრობენ

 

 

რა მოხდა სოფელ ხელთუბანში, სადაც სამი პოლიციელი დაჭრეს? - ადგილობრივების ნაწილი ამბობს, რომ ერთი ოჯახის რამდენიმე წევრს ფიზიკურად შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც გაუსწორდნენ.

ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, გაიგო გამაფრთხილებელი გასროლის ხმაც: 

სროლის ხმამ გამაღვიძა, პოლიციის მხრიდან მოხდა გამაფრთხილებელი გასროლა. რაც დავინახე, იყო ის, რომ პოლიციას "გაგდებული" ჰქონდა ეს ხალხი. ადგილზე დაახლოებით 10 ეკიპაჟი იყო. 

როგორც გავიგე, მამას ბავშვი ეჯდა საჭესთან. პოლიციისთვის უთქვამს - თქვენ კანონებს ვიცავ, მამა ვარ, მთვრალი ვარ და ბავშვი ამიყვანს სახლთანო. აქვე ცხოვრობს. 

დაპირისპირება სახლთან მოხდა, არც კი ჰქონდა ავტომობილი დაძრული"- აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი. 

კიდევ ერთი პირის მონათხრობის მიხედვით, "პოლიციელები ამჟამად დაკავებულებს სახლში შეუვარდნენ". 

ხალხს დასდევენ, ამ ხალხს სახლში შეჰყნენ, მერე არ ვიცი რა მოხდა" - ამბობს "პირველების" რესპოდენტი. 

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირებისას შეუძლოდ გახდა ამჟამად დაკავებულების ოჯახის ასაკოვანი წევრი, რომელსაც ჰოსპიტალიზება დასჭირდა. 

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვერსიას - გეკა გელაძის უწყება ამბობს, რომ მათ თანამშრომლებს გადამოწმების მიზნით გაჩერებული 16 წლის მოზარდის ოჯახის წევრები თავს დაესხნან და ცულისა და დანის გამოყენებით სამი პოლიციელი დაჭრეს. კიდევ ერთ სამართალდამცავს კი დაზიანებები სახის არეში აღენიშნებოდა. 

დაკავებულთა შორისაა არასრულწლოვანიც, რომელიც შსს-ის ცნობით, მართვის მოწმობის არმქონე პირია. 

შიდა ქართლის პოლიციის უფროსი, კახა მურადაშვილი არ გამორიცხავს, რომ დაკავებულ 5 პირს ბრალი გადაუკვალიფიცირდეს. 

მსგავსი სიახლეები