ნახევარი მილიონი ონლაინ კონცერტისთვის - რაში ხარჯავს კალაძე თბილისი ბიუჯეტის ფულს

06.10.21 17:48
ნახევარი მილიონი ონლაინ კონცერტისთვის  - რაში ხარჯავს კალაძე თბილისი ბიუჯეტის ფულს

კახა კალაძე ბიუჯეტის ფულს იმ კონცერტისთვის ხარჯავს, რომლსაც ვერავინ დაესწრება. თბილისობის დღესასწაულისთვის ონლაინ წარმოდგენაში მონაწილეობას ,,ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული შემსრულებელები მიიღებენ.  

წელს რატომღაც თბილისობის აღნიშვნა  მერიამ 27 ოქტომბერს გადაწყვიტა, ანუ არჩვნების მეორე ტურამდე სამი დღით ადრე.

,,ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე კალაძემ ,,ოცნებასთან" დაახლოებული მუსიკოსების გულის მოგება ბიუჯეტის ხარჯზე გადაწყვიტა. 

ეს არის არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩევლების მოსყიდვა. კალაძე აპირებს, კოლოსალური თანხები გადაუხადოს მის მხარდამჭერ მომღერლებს და კულტურის სფეროს მუშაკებს, რომლებმაც შემდგომ მის მხარდამჭერ ღონისძიებებში უნდა მიიღონ მონაწილეობა. ეს დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი, რომელიც კალაძეს სურს, ტენდერის გარეშე, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით დახარჯოს, შეიძლებოდა, სოციალურ პროექტებს მოხმარებოდა. - ამბობს ნადირაძე. 
 

დედაქალაქის მოქმედი მერის გადაწყვეტილებას თბილისელების პროტესტი უკვე მოჰყვა - უმძიმესი სოციალური მდგომარეობის ფონზე  მოსახლეობისთვის გაუგებარია,  რატომ ხარჯავს მერია ნახევარ მილიონ ლარს ონლაინკონცერტზე, რომელსაც მოქალაქეები ვერ დაესწრებიან.

კონცერტი კი არა, მშიერი ხალხი რომ არის, იმას დაეხმაროს, სანაგვე ყუთებში რომ ეძებენ საჭმელს - აცხადებს ,,ტვ პირველთან" თბილისის მაცხოვრებელი.

ონლაინ კონცერტთან დაკავშირებით თბილისის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ. 

მსგავსი სიახლეები