"გადადგეს კახა კალაძე და აიღოს პასუხისმგებლობა დატრიალებულ ტრაგედიაზე" - აქცია მერიასთან
თბილისის მერიასთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები თბილისში თევდორე მღვდლის ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიაში მერიის პასუხისმგებლობას ხედავენ და კახა კალაძის გადადგომას ითხოვენ.
- აქცია მას შემდეგ დაანონსდა, რაც სადგურის მოედანთან შენობა ჩამოინგრა და შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.
თბილისის მერიის შესასვლელთან მობილიზებულია პოლიცია. მათ შენობასთან რკინის ჯებირები დააყენეს.
მერამდენე ტრაგედია გვაქვს მერიის უპასუხისმგებლო მიდგომით გამოწვეული. ვეღარ ვითვლით მსხვერპლთა რაოდენობას. პრაქტიკულად თვიდან-თვემდე გვაქვს მსხვერპლი, სხვადასხვა თაობების და განცხადება იყო ამაზრზენი ყოველთვის და ახლაც, რომ ყველა მსხვერპლთან მიმართებაში აღმოჩნდა თბილისის მოქალაქეები, მოსახლეობა დამნაშავე. რაც უკვე მოსახლეობის დაცინვაა. არაფრად მივაჩნივართ თბილისის მოსახლეობა. მას [კახა კალაძეს] პასუხისმგებლობა თუ გააჩნია მოსახლეობასთან, კეთილი ინებოს, დაწეროს განცხადება და გადადგეს..." აცხადებს მოქალაქე.