კოვიდ ბიუჯეტი მცირდება - 2022 წლის ბიუჯეტში თანხა 310 მილიონი ლარით მცირდება

06.10.21 17:57
კოვიდ ბიუჯეტი მცირდება - 2022 წლის ბიუჯეტში  თანხა 310 მილიონი ლარით მცირდება

საქართველოს ხელისუფლება კოვიდ ბიუჯეტს ამცირებს. მაშინ, როცა ქვეყანაში ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობა რეკორდულად დაბალია და ქვეყანა მძიმე ტალღას ელოდება,  2022 წლის ბიუჯეტში  თანხა 310 მილიონი ლარით არის შემცირებული.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ისედაც ჩამოშლილი ჯანდაცვის სისტემა ფინანსურ  კრიზისს ვეღარ გაუძლებს.

ამ ფონზე ბიუჯეტის ისე დაგეგმვა,  თითქოს კონტროლს დაექვემდებარება საქართველოში კოვიდპეიდემიის მართვა, არის არათუ აბსურდი, არამედ დანაშაული მოსახლეობის წინაშე, ეს ნიშნავს ჩვენი მოსახლეობის გაწირვას სიკვიდილისთვის", - ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი.