მოსამართლე კობა ჩაგუნავამ თამარ გვილია 3 000 ლარით დააჯარიმა
სასამართლომ თამარ გვილია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 3 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგუნავამ გამოაცხადა.
საქმე ეხება 21 მარტს, როცა პარლამენტთან ადმინისტრაციული წესით 3 სტუდენტი: თათია აფრიამაშვილი, თამარ გვილია და ლუკა გოგია დააკავეს - თვითმხილველების თქმით, სტუდენტებს პარლამენტთან მიჰქონდათ პლასტმასის დასაკეცი სკამები, რისი დადგმის საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.
გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ თათია აფრიამაშვილისა და თამარ გვილიას დაკავების შემდეგ ლუკა გოგია ტროტუარზე დგას და პოლიციას ტაშს უკრავს, მალევე მასაც აკავებენ.
იმავე საქმეზე, მოსამართლე კობა ჩაგუნავამ თათია აფრიამაშვილი, გუშინ, 4 000 ლარით დააჯარიმა.