თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა - საგადასახდელო ბალანსის მიმოხილვა

17.07.25 18:06
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა - საგადასახდელო ბალანსის მიმოხილვა

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­და­სახ­დე­ლო ბა­ლან­სის ანა­ლი­ზი გვთა­ვა­ზობს მნიშ­ვნე­ლო­ვან დას­კვნებს რო­გორც მიმ­დი­ნა­რე, ასე­ვე ფი­ნან­სუ­რი ან­გა­რი­შის ნა­წილ­ში. რიგ შემ­თხვე­ვებ­ში ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი დი­ნა­მი­კა ის­ტო­რი­უ­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბის­გან მკვეთრ გა­დახ­ვე­ვა­საც წარ­მო­ად­გენს.

კერ­ძოდ, მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რი­შის მხრივ:

  • ტუ­რიზ­მი­დან შე­მო­სავ­ლე­ბის ზო­მი­ე­რი ზრდის პა­რა­ლე­ლუ­რად, ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის (ICT) და ბიზ­ნეს სერ­ვი­სე­ბის ექ­სპორ­ტი სწრაფ ზრდას გა­ნაგ­რძობს, რაც დიდ­წი­ლად ცვლის მომ­სა­ხუ­რე­ბის ექ­სპორ­ტის სტრუქ­ტუ­რას;
  • მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რი­შის დე­ფი­ცი­ტი, რე­ინ­ვეს­ტი­ცი­ის გა­რე­შე, ის­ტო­რი­ულ სა­შუ­ა­ლოს­თან შე­და­რე­ბით მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ბა­ლი რჩე­ბა;
  • მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, პირ­ველ კვარ­ტალ­ში სა­გა­რეო ბა­ლან­სი საკ­მა­ოდ გა­უ­ა­რეს­და, თუმ­ცა, ამავდრო­უ­ლად, უახ­ლე­სი ინ­დი­კა­ტო­რე­ბი მე­ო­რე კვარ­ტალ­ში გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე მი­უ­თი­თებს; ფი­ნან­სუ­რი ან­გა­რი­შის მხრივ:
  • პირ­და­პი­რი უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი, რე­ინ­ვეს­ტი­ცი­ის გა­მოკ­ლე­ბით, კვლავ და­ბალ ნიშ­ნულ­ზეა;
  • პორ­ტფე­ლუ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის კუ­თხით, 2022 წლი­დან გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს რე­ზი­დენ­ტე­ბის მიერ უცხო­უ­რი აქ­ტი­ვე­ბის შე­ძე­ნა, რაც ძი­რი­თა­დად უცხო­უ­რი სა­ვა­ლო ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბის შეს­ყიდ­ვას უკავ­შირ­დე­ბა;
  • ბოლო პე­რი­ოდ­ში მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რი­შის დე­ფი­ცი­ტის და­ფი­ნან­სე­ბა­ში საკ­მა­ოდ დიდი წვლი­ლი შეჰ­ქონ­და სეს­ხებ­საც, რო­გორც სა­ჯა­რო, ასე­ვე კერ­ძო სექ­ტორ­ში;
  • და­ფი­ნან­სე­ბის წყა­როს წარ­მო­ად­გენ­და სა­ვა­ლუ­ტო რე­ზერ­ვე­ბიც, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის (სებ) მიერ აშშ დო­ლა­რის მო­ცუ­ლო­ბი­თი შეს­ყიდ­ვის პა­რა­ლე­ლუ­რად, მე­ო­რე კვარ­ტალ­ში ეს ტენ­დენ­ცია შე­იც­ვლე­ბა.

უფრო დე­ტა­ლუ­რად, პირ­ველ კვარ­ტალ­ში მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რი­შის სე­ზო­ნუ­რად შეს­წო­რე­ბულ­მა დე­ფი­ციტ­მა მთლი­ა­ნი შიდა პრო­დუქ­ტის (მშპ) 6.7% შე­ად­გი­ნა, რაც წინა კვარ­ტალ­თან (5.1%) შე­და­რე­ბით 1.6 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტით მე­ტია. დე­ფი­ცი­ტის ზრდა­ში ყვე­ლა­ზე დიდი წვლი­ლი რე­ზი­დენ­ტე­ბის მიერ სა­გა­რეო წყა­რო­ე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბის, სა­ქონ­ლით სა­გა­რეო ვაჭ­რო­ბის ბა­ლან­სი­სა და ფუ­ლა­დი გზავ­ნი­ლე­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბამ შე­ი­ტა­ნა. სა­პი­რის­პი­როდ, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და ICT სექ­ტო­რის ექ­სპორ­ტი, რა­მაც მომ­სა­ხუ­რე­ბით ვაჭ­რო­ბის პრო­ფი­ცი­ტიც გა­ზარ­და.

ამავდრო­უ­ლად, უახ­ლეს ინ­დი­კა­ტო­რებ­ზე დაყ­რდნო­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტო­რე­ბის მხრივ მე­ო­რე კვარ­ტალ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა იკ­ვე­თე­ბა. კერ­ძოდ, საქსტა­ტის მო­ნა­ცე­მე­ბით, მე­ო­რე კვარ­ტალ­ში სა­ქონ­ლით სა­გა­რეო ვაჭ­რო­ბის დე­ფი­ცი­ტი წლი­უ­რად 10.5%-ით არის შემ­ცი­რე­ბუ­ლი (პირ­ველ კვარ­ტალ­ში 16.2%-ით ზრდა), ხოლო, სებ-ის მო­ნა­ცე­მე­ბით, სწრა­ფი ფუ­ლა­დი გზავ­ნი­ლე­ბის ზრდა 10%-ია (პირ­ველ კვარ­ტალ­ში 3.2%-ით კლე­ბა).

რაც შე­ე­ხე­ბა ფი­ნან­სურ ან­გა­რიშს, რო­მე­ლიც მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რი­შის დე­ფი­ცი­ტის და­ფი­ნან­სე­ბის წყა­როს წარ­მო­ად­გენს, პირ­ველ კვარ­ტალ­ში გა­მო­სა­ყო­ფია სა­ვა­ლუ­ტო რე­ზერ­ვე­ბი­სა და ნაღ­დი ფუ­ლის და დე­პო­ზი­ტე­ბის დი­ნა­მი­კა, რომ­ლებ­ზეც დე­ფი­ცი­ტის და­ფი­ნან­სე­ბის სამ მე­ო­თხედ­ზე მეტი მო­დი­ო­და. რო­გორც ზე­მოთ აღი­ნიშ­ნა, მე­ო­რე კვარ­ტალ­ში სა­ვა­ლუ­ტო რე­ზერ­ვე­ბი, წინა კვარ­ტალ­თან შე­და­რე­ბით, $377 მი­ლი­ო­ნი­თაა გაზ­რდი­ლი, რაც სა­ვა­ლუ­ტო ბა­ზარ­ზე სებ-ის მიერ აშშ დო­ლა­რის შეს­ყიდ­ვას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ლა­რის მხარ­დამ­ჭე­რი ფაქ­ტო­რე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის ფონ­ზე. მარ­ტი­დან მა­ი­სის ჩათ­ვლით პე­რი­ოდ­ში სებ-მა ბა­ზარ­ზე $613 მი­ლი­ო­ნი შე­ი­ძი­ნა. ჩვე­ნი შე­ფა­სე­ბით, ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბი ივ­ნის­სა და ივ­ლის­შიც გრძელ­დე­ბა.

პირ­და­პირ უცხო­ურ ინ­ვეს­ტი­ცი­ებ­ში, ბოლო პე­რი­ო­დე­ბის მსგავ­სად, წამ­ყვან როლს კვლავ რე­ინ­ვეს­ტი­რე­ბუ­ლი მო­გე­ბა ას­რუ­ლებ­და, რო­მელ­ზეც პირ­ველ კვარ­ტალ­ში წმინ­და პირ­და­პი­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის 67% მო­დი­ო­და. სა­ყუ­რა­დღე­ბოა პორ­ტფე­ლუ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის დი­ნა­მი­კა, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს რე­ზი­დენ­ტე­ბის მიერ უცხო­უ­რი სა­ვა­ლო ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბის შე­ძე­ნა იკ­ვე­თე­ბა, რაც ის­ტო­რი­უ­ლად სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­და­სახ­დე­ლო ბა­ლან­სის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი მოვ­ლე­ნა არ ყო­ფი­ლა. ამავდრო­უ­ლად, სა­ხე­ზეა რე­ზი­დენ­ტე­ბის მიერ გა­მოშ­ვე­ბუ­ლი სა­ვა­ლო ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბის ნა­წი­ლობ­რი­ვი გა­მოს­ყიდ­ვაც. სეს­ხე­ბის კუ­თხით, ბოლო რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რო­გორც მთავ­რო­ბის, ასე­ვე კერ­ძო სექ­ტო­რის მიერ მო­ზი­დუ­ლი სახ­სრე­ბი, და­ახ­ლო­ე­ბით, თა­ნა­ბა­რი იყო, რა­მაც მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რი­შის დე­ფი­ცი­ტის და­ფი­ნან­სე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა, თუმ­ცა პირ­ველ კვარ­ტალ­ში სეს­ხე­ბის მო­ცუ­ლო­ბა მხო­ლოდ უმ­ნიშ­ვნე­ლოდ გა­ი­ზარ­და.

იხი­ლეთ პუბ­ლი­კა­ცი­ის სრუ­ლი ვერ­სია ბმულ­ზე.

NS

მსგავსი სიახლეები