სასტიკი მკვლელობა თიანეთში - მამამ შვილი დანით მოკლა
სასტიკი მკვლელობა თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟებოტაში - ოფიციალური ინფორმაციით, 81 წლის კაცმა შვილს სასიკვდილო ჭრილობები დანით მიაყენა.
ახლობლების ინფორმაციით, გულისა და მუცლის არეში მიყენებული ჭრილობებით სამოც წლამდე მამაკაცი სასწრაფო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა.
მათივე ცნობით, მამა-შვილი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
მკვლელობის ბრალდებით 1940 წელს დაბადებული კაცი დააკავეს. მოხუცს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავებიან.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ამოღებულია ნივთმტკიცებად.
გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.