რეგულირების სააგენტომ აფთიაქების სამალავებიდან 6 000-მდე ფსიქოტროპული წამალი ამოიღო

07.10.21 11:00
რეგულირების სააგენტომ აფთიაქების სამალავებიდან 6 000-მდე ფსიქოტროპული წამალი ამოიღო

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ ფარმაცევტულ საქმიანობაზე კონტროლის ღონიძიებების შედეგად ფსიქოტროპული წამლების უკანონო მიმოქცევის ფაქტები გამოავლინა.

სააგენტოს თანამშრომლებმა თბილისსა და ბათუმის აფთიაქებში, სპეციალურად მოწყობილი სამალავებიდან, 6 000-მდე მედიკამენტი ამოიღეს. მათ შორის, საკონტროლო შესყიდვის პროცედურის განხორციელებისას, 5 აფთიაქში, სპეციალური რეცეპტის გარეშე, შეიძინეს ფსიქოტროპული მედიკამენტები. დამატებით, 6 შემთხვევაში კი გამოვლინდა, უკანონო ფარმაცევტული საქმიანობა, აფთიაქის ნებართვის გარეშე.

ჩატარებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, ასევე გამოვლენილი იქნა სანებართვო პირობების დარღვევის - 3 და ფარმაცევტული პროდუქტის აღრიცხვის წესის დარღვევის - 11 ფაქტი.

ყველა გამოვლენილ შემთხვევაში შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლებიც განსახილველად თბილისისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოებში გადაიგზავნა.

 

 

 

მსგავსი სიახლეები