ძლიერი აფეთქება ვარკეთილში - დაშავებულია ერთი ადამიანი

07.10.21 11:18
ძლიერი აფეთქება ვარკეთილში - დაშავებულია ერთი ადამიანი

ძლიერი აფეთქება თბილისში - ვარკეთილში, მესამე მიკრორაიონში, სავარაუდოდ გაზი აფეთქდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. დაშავებულია შუახნის ქალი, რომელიც ხეჩინაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. სამგორის გამგებლის ინფორმაციით, დაშავებული ქალი სახლის მეპატრონეა და მას გამგეობა შესაბამისი პროცედურების ფარგლებში მიღებულ ზარალს აუნაზღაურებს. 

რაც მთავარია, მსხვერპლი არ არის და დაშავებული გადაყვანილია ხეჩინაშვილის დამწვრობის ცენტრში", - თქვა შემთხვევის ადგილზე მისულმა გამგებელმა.

ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია სახანაძრო-სამაშველო ბრიგადები, ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. 

 

მსგავსი სიახლეები