ევროპარლამენტი საქართველოში ახალ არჩევნებს ითხოვს - ოპოზიციაში პირველი შეფასებები კეთდება

19.07.25 15:09
ევროპარლამენტი საქართველოში ახალ არჩევნებს ითხოვს - ოპოზიციაში პირველი შეფასებები კეთდება

ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე ოპოზიციაში პირველი შეფასებები კეთდება - "ძლიერი საქართველსო" ერთ-ერთი ლიდერი, ლანა გალდავა ამბობს, რომ ევროკავშირის მთავარმა საკანონმდებლო ორგანომ ამ გზავნილით ფაქტობრივად "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ საქართველოში 2024 წლის არჩევნები გაყალბდა. 

  • ევროკაშირის 27 სახელმწიფოს დეპუტატების სახელით გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში, პირდაპირ წერია, რომ ქართული ოცნების მთავრობას ევროპარლამენტი არ აღიარებს. ევროკავშირის მთავარი საკანონმდებლო ორგანო ცხადად ამბობს, რომ ვიდრე არ იქნება სამართლიანი არჩევნები, საქართველო ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება.

კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რასაც ჩვენ ვამბობთ ამდენი ხნის განმავლობაში, რომ 2024 წლის არჩევნები ჩატარდა ტოტალური გაყალბებით, ქვეყანაში არის საპარლამენტო კონსტიტუციური კრიზისი, ამ კრიზისის განმუხტვის ერთადერთი საშუალება ცხადია გახლავთ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. "ქართულმა ოცნებამ" ვერ გაიგო ეს მხოლოდ, გაიგო მტელმსა მოფლიომ, ამიტომ ახლა ბურთი არის "ქართული ოცნების" მხარეს", - აცხადებს ლანა გალდავა.  

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ანა წითლიძის თქმით, ეს უმნიშვნელოვანესი გზავნილი ევროპარლამენტიდან უნდა იყოს საქართველოს მოქალაქეებისთვის სტიმული, რომ  ქვეყნის შიგნით წინააღმდეგობა გაიზარდოს.

ევროკავშირი ჩვენ გვეუბნება, რომ ამ ხელისუფლების პირობებში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება არის შეუძლებელი და გამოსავლად ევროპარლამენტი მიუთითებს თავისუფალ, სამართლიან საპარლამენტო არჩევნებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი და მეორე, ევროპარლამენტის ეს მხარდაჭერა საქართველოს მოქალაქეების მიმართ, საქართველოს მოქალაქეებისთვის უნდა იყოს სტიმული, რომ ქვეყნის შიგნით წინააღმდეგობა გაიზარდოს და საბოლოო რეჟიმის დამარცხება მოხდეს ქუჩაში", - ამბობს ანა წითლიძე 

გახარიას გუნდში კი ამბობნ, რომ "ივანიშვილმა და კობახიძემ საქართველოს ევროპული მომავალი დაასამარეს". თეონა აქუბარდიას თქმით, სწორედ ამის დადასტურება იყო ევროპარლამენტის მიერ გავრცელებული განცხადება. 

ის, რომ ივანიშვილმა და კობახიძემ საქართველოს ევროპული მომავალი დაასამარეს, მე ვფიქრობ, რომ ეს სიახლე არ არის და ევროპარლამენტის არაერთ განცხადებაშია ამასთან დაკავშირებული განცხადება გაკეთებული, ისევე როგორც მხარდაჭერა ქართველი ხალხის მშვიდობიან ბრძოლასთან დაკავშირებით, რათა საქართველო დაბრუნდეს დემოკრატიისა და ევროპული მომავლის გზაზე. მაგრამ მაშინ, როდესაც ივანიშვილის და კობახიძის რეჟიმი ღიად წირავს საკუთარი მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის თავისუფლებას, მათი რეჟიმის და ძალაუფლების შენარჩუნებას, ეს ვფიქრობ არის მთავარი საკითხი და დასავლეთის მხარდაჭერა ქართველი ხალხის ბრძოლაში არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რომელიც საბოლოო ჯამში უნდა დასრულდეს კონსტიტუციური არჩევანის გამარჯვებით და ქვეყნსი ევროპულ გზაზე დაბრუნებით", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.