კანონდარღევევა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება - ქუთაისის მერობის კანდიდატი თანამშრომლებს ემუქრება

07.10.21 11:40
კანონდარღევევა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება - ქუთაისის მერობის კანდიდატი თანამშრომლებს ემუქრება

ქუთაისის "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი თანამშრომლებს ემუქრება. ამის შესახებ ხახალეიშვილის თანამშრომლები ამბობენ. ხახალეიშვილი არჩევნების არასასურველ შედეგებში საკუთარ თანამშრომლებს ადანაშაულებს და ამბობს, რომ გუნდმა უღალატა, რის გამოც  მათ შესაბამის პასუხს მოსთხოვს. "ტვ პირველმა" ინფორმაციის გადამოწმება თავად ხახალეიშვილთანაც სცადა, თუმცა მან  კომენტარი არ გააკეთა.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ქუთაისის მერობის კანდიდატს, რომელიც ამავდროულად მოქმედი მერია, მიღწევებზე საუბარი არ შეუძლია და არჩევნების მოგებას ამ გზით ცდილობს.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების"ქუთაისის მერობის კანდიდატმა, იოსებ ხახალეიშვილმა, ადგილობრივ არჩევნებზე ხმების 41.5% მიიღო, ხოლო ოპოზიციის საერთო კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ, 43.3%.