სისხლიანი სუფრა თიანეთში, მამამ შვილს დანა სამჯერ დაარტყა - უმძიმესი ამბის ახალი დეტალები

07.10.21 11:20
სისხლიანი სუფრა თიანეთში, მამამ შვილს დანა სამჯერ დაარტყა - უმძიმესი ამბის ახალი დეტალები

ახალი დეტალები თიანეთში მომხდარი უმძიმესი ფაქტის შესახებ - მეზობლების ინფორმაციით, 80 წლის მამამ, 81 წლის მურად ფირცხალავამ, შვილს, 59 წლის გოჩა ფირცხალავას, დანა სამჯერ ჩაარტყა. 

მოკლული სოფელ  სოფელ ჟებოტაში მშობლების მოსანახულებლად რამდენიმე დღის წინ ჩავიდა. კონფლიქტი კი სუფრასთან დაიწყო, რაც საბოლოოდ მკვლელობით დასრულდა. 

სოფელში მკვლელობის მიზეზად ალკოჰოლს ასახელებენ - არსებული ინფორმაციით, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა მურად ფირცალავამ შვილს დანით გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. გოჩა ფირცხალავა სასწრაფოს მოსვლამდე გარდაიცვალა. 

უტკბილესი ოჯახი დაღუპა ზედმეტმა არაყმა - აცხადებენ სოფელში. 

 ბრალდებული მცხეთის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. 

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დანაშაულის ჩადენის იარაღი, დანა, ამოღებულია ნივთმტკიცებად.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.