"ეს არის ზეწოლა მზია ამაღლობელზე" - შემოსავლების სამსახურმა „ბათუმელებს“ ინკასო დაადო

21.07.25 12:27
"ეს არის ზეწოლა მზია ამაღლობელზე" - შემოსავლების სამსახურმა „ბათუმელებს“ ინკასო დაადო

შემოსავლების სამსახურმა „ბათუმელების“ ანგარიშებს ინკასო დაადო – ამის შესახებ ინფრომაციას "ბათუმელები" ავრცელებს. მათი თქმით, შემოსავლებმა ოფიციალური მიზეზად დავალიანება დაასახელა, თუმცა მედია ორგანიზაციაში თვლიან, რომ რეალური მიზეზი მედია ორგანიზაციის საქმიანობის შეწყვეტაა.

უფრო მეტიც, "ბათუმელები" თვლის, რომ ეს არის ზეწოლა მზია ამაღლობელზე, რომ ის დანებდეს. რამდენიმე დღეში მოსამართლე ნინო სახელაშვილი შპს „გაზეთ ბათუმელების“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს განაჩენს გამოუტანს.

„დღეს, 21 ივლისია და მზია ამაღლობელის ბოლოს წინა პროცესი იმართება სასამართლოში. შესაბამისად, ინკასო და უახლეს ერთ კვირაში დაგეგმილი ყველა სხვა ოპერაცია მიმართულია მზია ამაღლობელის გასატეხად, პერსპექტივაში კი მის მიერ შექმნილი მედია ორგანიზაციის გასანადგურებლად.
ამის მარტივი დადასტურებაა ერთი მაგალითი: შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 21 მაისის ოფიციალური ინფორმაციით, ტელეკომპანია „იმედის“ დავალიანება ბიუჯეტის წინაშე არის 17 მილიონი ლარი. „რუსთავი 2-ს“ კი 25 მილიონი ლარი აქვს ბიუჯეტისთვის გადასახდელი“, - წერს „ბათუმელები“.