,,ალმა", რომელმაც თბილისში სისხლიანი ბანერები განათავსა, სიძულვილის შემცველი პლაკატების აკრძალვას ითხოვს
აიკრძალოს სიძულვილის ენის შემცველი ბანერების გაკვრა ქალაქის ქუჩებში - აღნიშნული ინიციატივით საქართველოს პარლამენტს სარეკლამო კომპანია "ალმა"-მ მიმართა, რომელმაც წინასაარჩევნოდ თავად განათავსა საკუთარ ბილბორდებზე მსგავსი შინაარსის პლაკატები.
საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ ინფორმაცია თავად კომპანიამ გაავრცელა.