მოხდება "ტვინდემია" ორი ინფექციის, გვექნება რთული ნოემბერი, თუ არ ავიცერით - გამყრელიძე

07.10.21 13:09
მოხდება "ტვინდემია" ორი ინფექციის, გვექნება რთული ნოემბერი, თუ არ ავიცერით - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის, პროგნოზით, თუ ქვეყანაში აცრილი მოქალაქეების რაოდენობა არ გაიზარდა, მოსალოდნელია ნოემბერში ეპიდვითარების გაუარესება. გამყრელიძე ე.წ. "ტვინდემიაზე" საუბრობს. გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის გარდა ცირკულირებას დაიწყებს გრიპის ვირუსი, რაც ვითარებას უფრო გაართულებს.

ახალი ტერმინი გაჩნდა წლევანდელი "ტვინდემია"(დატყუპება) ორი ინფექციის, გრიპისა და კოვიდის, რომელიც ძალიან საყურადღებოა და მოსახლეობამ მინდა, მიაქციოს განსაკუთრებული ყურადღება. 

თუ არ ავიცერით, სამწუხაროდ, გვექნება რთული ნოემბერი ძალიან", - ამბობს ამირან გამყრელიძე. 

მსგავსი სიახლეები