ბათუმი (ანგისა)-ახალციხის გზის მონაკვეთზე ძლიერი წვიმის შედეგად, მიწის მასა ჩამოვიდა

21.07.25 19:40
ბათუმი (ანგისა)-ახალციხის გზის მონაკვეთზე ძლიერი წვიმის შედეგად, მიწის მასა ჩამოვიდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმი (ანგისა)-ახალციხის გზის მონაკვეთზე ძლიერი წვიმის შედეგად, მიწის მასა ჩამოვიდა. აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. 

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 130-ე კმ-ზე  (სოფ.ზარზმა), ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოსულია მიწის მასა, რის გამოც დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა," - წერია განცხადებაში.