სასამართლოს დაკეტილი კარი ეუთოსთვის - მონიტორები სინდისის პატიმრების სხდომაზე არ შეუშვეს

21.07.25 20:35
სასამართლოს დაკეტილი კარი ეუთოსთვის - მონიტორები სინდისის პატიმრების სხდომაზე არ შეუშვეს

ცრუ მოწმის მხილება გიორგი ტერიშვილს გაძევების ფასი დაუჯდა. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა სინდისის 11 პატიმრის საქმეზე უკვე მეორე ბრალდებული გააძევა. ტერიშვილს სასამართლო პროცესზე მხოლოდ საბოლოო სიტყვის სათქმელად დააბრუნებენ და განაჩენის გამოცხადებას მოისმენს - ეს არის მოსამართლის გადაწყვეტილება. 

მოწმე, რომლის გამოც სხდომათა დარბაზში ხმაური დაიწყო გიორგი ჩხეიძეა. კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი დღეს სხდომათა დარბაზში პრაქტიკულად ჩვენებას ძალოვნების წინააღმდეგ აძლევდა. ფიცის ქვეშ, მოსამართლის თანდასწრებით დაადასტურა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს, საპროტესტო აქციებზე, შეგზავნილი ხალხი ჰყავდა, სხვადასხვა დავალებებით.

სინდისის 11 პატიმრის სასამართლო სხდომა უკვე ერთი თვეა მედიისთვის  დახურულ პროცესებზე ტარდება, სხდომებზე არ უშვებენ  საერთაშორისო დამკვირვებლებსაც. არადა ირკვევა, რომ ეუთო/ოდირი 7 თვეა ითხოვს თავისუფლებისთვის მებრძოლების პროცესებზე დასწრების უფლებას.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში