რა პირობებში იმყოფებიან პატიმრები ციხეებში? რა ხდება ციხის გისოსებს მიღმა
სინდისის პატიმარი გიორგი ახობაძე იმ გაუსაძლის პირობებზე საუბრობს, რომელიც გლდანის ციხეშია. საკნებში ცხელა, რაც პატიმრების ისედაც მძიმე ყოფას კიდევ უფრო ართულებს, წინ აგვისტოა და მსჯავრდებულმა არ იციან როგორ უნდა გადააგორონ. წელიწადში ყველაზე ცხელი თვე. ვინტილატორები რომესაც პატიმრების ციხის მაღაზიაში ყიდულობენ მარაგში არ არის და გამოსავალიც არ არსებობს.
პატიმრობაში მყოფი ექიმი იუწყება, რომ ის ვითარება რაც ახლა საკნებშია, რეალურად ჯანმრთელობისთვის საშიშია და შესაძლოა მძიმე დაავადებების მქონე პაციენტების სიკვდილიც გამოიწვიოს.
პრობლემა, რომელზეც სინდის პატიმარი აუდიომიმართვაში ყვება ახალი არ არის. უკვე წლებია ეს საკითხი სახალხო დამცველის არა ერთ ანგარიშში ხვდება, თუმცა იუსტიციის სამინისტრომ პრობლემა ვერ მოაგვარა. ჯერ კიდევ 2024 წელს სახალხო დამცველის ანგარიშში პირდაპირ წერია, რომ ახალი გამწოვი სისტემა გაუმართავად მუშაობს და არასაკმარისია.