შიმშილობის მე-7 დღე - მიხეილ სააკაშვილთან მღვდელი არ შეუშვეს

07.10.21 13:25
შიმშილობის მე-7 დღე - მიხეილ სააკაშვილთან მღვდელი არ შეუშვეს

ზუგდიდის და ცაიშის ეპარქიის მღვდელი, ამბროსი თორდია, რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად არ შეუშვეს. მამა ამბროსი სააკაშვილთან შიმშილობის შეწყვეტის თხოვნით მივიდა, თუმცა ციხის ადმინისტრაციამ მას კარი არ გაუღო. მამა ამბროსის თქმით, მას რამდენიმე საბუთი მოსთხოვეს, მათ შორის, კოვიდ პასპორტი და  ეპარქიის მეუფის, გერასიმეს, ნებართვა ციხეში შესვლასთან დაკავშირებით.

მინდოდა, რომ ლოცვანები მიმეწოდებინა, მაგრამ მითხრეს, რომ არ შეიძლება. მინდა, რომ შიმშილობა შეწყვიტოს, თვითმკვლელობის ტოლფასია და ქვეყანას ცოცხალი სჭირდება", - ამბობს მამა ამბროსი.

სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან დღეს მხოლოდ მისი ადვოკატები შეუშვეს. "პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რომ მესამე პრეზიდენტის მონახულება სურს დედას, გიული ალასანიას, რომელმაც ციხის ადმინისტრაციას შესაბამისი თხოვნით უკვე მიმართა.