ნინო კალანდია: ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესობისკენ წავიდა

21.07.25 23:59
ნინო კალანდია: ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესობისკენ წავიდა

სამოქალაქო აქტივისტის ნინო კალანდიას ცნობით, ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესობისკენ წავიდა, რადგან მასთან ნევროლოგი შევიდა. 

მისი თქმით, დაპატიმრებული მასწავლებელი გაცილებით უკეთ არის და ტკივილებიც შეუმცირდა. 

ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესობისკენ წავიდა იმიტომ, რომ როგორც იქნა დაადგა საშველი მას და ნევროლოგი შევიდა მასთან. გარდა ამისა მოგვცეს უფლება, რომ წელი ქამარი, რომელიც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, შეგვეგზავნა და ეს წელის ქამარიც აქვს უკვე და დღეს რუსუდან გოცირიძე იყო ნინოსთან... რუსუდანმა მითხრა, რომ გაცილებით უკეთ არის, ტკივილებიც შეუმცირდა..." - ამბობს ნინო კალანდია. 

ცნობისთვის, ნინო დათაშვილი  20 ივნისს დააკავეს. მასწავლებელს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევას ედავებიან, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარასა და ძალადობას გულისხმობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.