ნიკა სიმონიშვილი: "ოცნებას" არ უნდა, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სწორი ინფორმაცია
"ოცნებას" არ უნდა, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სწორი ინფორმაცია," - ამის შესახებ იურისტმა, ნიკა სიმონიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, "ეს ის ხალხია, რომელმაც ყველაზე კარგად იცის, როგორი ეფექტი აქვს როდესაც საზოგადოებას ვიდეოკადრით, ფოტოთი აჩვენებს".
"ქართულ ოცნებას" არ უნდა, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სწორი ინფორმაცია, არ უნდა, რომ საზოგადოებამ იცოდეს შიშველი სიმართლე თუნდაც. ის ცუდი რაღაცები რაც ხდება, ჩვენთვის შეიძლება ეს შოკისმომგვრელი იყოს, მაგრამ მაინც სიმართლე.
ეს ის ხალხია, რომელმაც ყველაზე კარგად იცის, როგორი ეფექტი აქვს როდესაც საზოგადოებას ვიდეოკადრით, ფოტოთი აჩვენებს," - განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.