სასამართლოში, დღეს, გიორგი ახობაძის დასკვნითი პროცესი გაიმართება

22.07.25 10:15
სასამართლოში, დღეს, გიორგი ახობაძის დასკვნითი პროცესი გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, სინდისის პატიმრის, გიორგი ახობაძის დასკვნითი პროცესი გაიმართება, სადაც დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს. შესაძლებელია, მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა განაჩენი დღესვე გამოაცხადოს. 

გიორგი ახობაძის პროცესი სასამართლოში 11:00 საათზე დაიწყება.

ექიმი, რომელიც საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე იყო, 7-8 დეკემბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს.