სტიქია ცაგერის მუნიციპალიტეტში - ძლიერმა წვიმამ ,,ლაშიჭალისკენ" მიმავალი ხიდი ჩატეხა
ცაგერის მუნიციპალიტეტში მოსულმა ძლიერმა წვიმამ ორბელის თემში საგზაო ინფრასტრუქტურა დააზიანა -
ადიდებულმა მდინარე ლაჯანურმა კურორტ ,,ლაშიჭალისკენ " მიმავალ გზაზე დააზიანა ხიდი და ამ დროისთვის კურორტის მიმართულებით გადაადგილება შეფერხებულია.
ამ წუთებში მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. ადგილზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა და უახლოეს პერიოდში დაიწყება დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები.
ადგილზე იმყოფებიან ცაგერის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.