სტიქია ლენტეხში - ძლიერმა წვიმამ მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა
სტიქია ლენტეხში - წუხელ, გვიან ღამით მოსულმა ძლიერმა წვიმამ მუნიციპალიტეტში მეწყრის რამდენიმე კერა წარმოქმნა, დაზიანდა საავტომობილო გზები და ხიდები.
ამ წუთებში მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
აღდგენილია ლენტეხი-მელეს მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა. კვლავ შეზღუდულია მოძრაობა მელე-ცანისა და ლენტეხი-ბავარის მიმართულებით. მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მიწოდების მიმართულებით შეფერხებები არ ფიქსირდება.