როგორია „სადგურის მოედნზე“ ნგრევის შედეგად დაშავებული ქალის მდგომარეობა

22.07.25 11:29
როგორია „სადგურის მოედნზე“ ნგრევის შედეგად დაშავებული ქალის მდგომარეობა

ქალი, რომელიც 14 ივლისს „სადგურის მოედნის“ მიმდებარე კორპუსის სახურავის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად დაშავდა, სავარაუდოდ, დღეს კლინიკიდან გაეწერება - ამის შესახებ „გლობალ მედის“ რეანიმაციის ხელმძღვანელი, კობა ბალიაშვილი "ინტერპრესნიუსთან" საუბრობს. 

მისი თქმით, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დიდი გონივრული ეჭვი მაქვს, რომ დღეს გავწერ სახლში. კვლავ რეანიმაციაშია და რეანიმაციიდან გაეწერება. საკონტროლო კვლევებიც გავუკეთეთ გუშინ“, - განაცხადა კობა ბალიაშვილმა.

14 ივლისს,  „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის სახურავის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად 2 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ერთი პირი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.