გზა დიქტატურისკენ: „ქართული ოცნების” მორიგი რეპრესიული ცვლილებები კანონმდებლობაში - TI
"გზა დიქტატურისკენ: „ქართული ოცნების” მორიგი რეპრესიული ცვლილებები კანონმდებლობაში" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო".
როგორც TI წერს, „ქართული ოცნება“ აგრძელებს ისეთი რეპრესიული კანონების მიღებას, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვას, სამოქალაქო საზოგადოების გაუქმებას, საპარლამენტო ზედამხედველობის მოშლას და სახელმწიფო ინსტიტუტების სრულ პარტიულ დაქვემდებარებას.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს" შეფასებით, „ქართული ოცნების“ მიერ კონტროლირებადი პარლამენტი, რომელიც კონსტიტუციის მიხედვით ძალაუფლების ერთ-ერთ შტოს უნდა წარმოადგენდეს და აღმასრულებელი ხელისუფლების მაკონტროლებლად გვევლინებოდეს, გადაიქცა მმართველი პარტიის ნების ბრმად შემსრულებელ სტრუქტურად, რომელიც ოლიგარქის ინტერესების შესაბამისად იღებს მკაცრ და თავისუფლების შემზღუდავ კანონებს.
მიღებული და ინიცირებული ცვლილებებით:
- “ქართულმა ოცნებამ” სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” კანონი საკუთარ კომფორტს მოარგო და გაუქმა კონსტიტუციური უფლების მნიშვნელოვანი გარანტიები; ცილისწამების თაობაზე დავების განხილვისას სასამართლოში მტკიცების ტვირთი მოსარჩელის ნაცვლად მოპასუხეს ეკისრება; ჟურნალისტს შესაძლოა დააკისრონ პასუხისმგებლობა მხოლოდ იმის გამო, რომ არ დაასახელა ინფორმაციის წყარო, კანონს უკუძალა ექნება და კანონის ძალაში შესვლამდე 100 დღით ადრე გაკეთებულ განცხადებებსაც შეეხება;
- დაიხურა სასამართლო გადაწყვეტილებებზე ხელმისაწვდომობა და გაიზარდა „სასამართლოს უპატივცემულობის“ ცნება. ნებისმიერ საჯარო სივრცეში, მათ შორის სოციალურ მედიაში, ნებისმიერი ფორმით სასამართლოს ან მოსამართლის მიმართ გამოთქმულმა აზრმა ან პროტესტმა შეიძლება გამოიწვიოს პასუხისმგებლობა; სასამართლო პროცესების ვიდეო-აუდიო გადაღება მხოლოდ იუსტიციის საბჭოს თანხმობითაა შესაძლებელი
- აქციების დროს გზის გადაკეტვისათვის, პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის, წვრილმანი ხულიგნობის ან პოლიტიკური ფიგურის შეურაცხყოფისთვის დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობა პატიმრობას იწვევს;
- სისხლის სამართლის კოდექსის რეპრესიული ცვლილებებით, რომელსაც მოქმედების უკუძალაც აქვს, მსჯავრდებულ პირებს (მათ შორის ნაკლებად მძიმე დანაშაულში) შესაძლოა მოქალაქეთა ქვეყნიდან გასვლა აკრძალოთ;
- დაზარალებულს უფლება ექნება ზიანის ანაზღაურება არა მხოლოდ დანაშაულის ჩამდენი პირისგან, არამედ დაკავშირებული პირებისაგან (მათ შორის ოჯახის წევრებისგან) მოითხოვოს და მათ ქონება ჩამოერთვათ;
- მსჯავრდებულს, რომელსაც არ შეუსრულებია დაზარალებულისათვის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება აეკრძალება საარსებო მინიმუმის ორმაგ ოდენობაზე მეტი დახმარება მიიღოს მეგობრის, ნათესავისა და ოჯახის წევრისაგან;
- სისხლის სამართლის პროცესში სასამართლო გადაწყვეტილება სხვა მტკიცებულებებთან ანონიმური მოწმის ჩვენებას შეიძლება დაეყრდნოს;
- “ქართულმა ოცნებამ” ფაქტიურად გააუქმა საპარლამენტო კონტროლი, რომელიც ერთპარტიული პარლამენტის პირობებში ისედაც არ ხორციელდებოდა და გაზრდილი ხელფასების ფონზე დეპუტატებს საქმე გაუნახევრა;
- “ქართულმა ოცნებამ” მთავრობის ნებასურვილს დაუქვემდებარა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გრანტის მიღება და უკვე რიგით მეოთხე კანონი მიიღო თითქმის ყველა დაჩქარებული წესით, რომელიც მიზნად ისახავს არასამთავრობო ორგანიზაციების გაუქმებას;
- გრძელდება რეპრესიები საჯარო სამსახურში და იხურება არა ერთი სსიპ-ი, რაც ათობით ადამიანის უმუშევრად დარჩენას ნიშნავს;
- გაუქმდა სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომლის მთავარი ფუნქციაც სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება იყო;
- გამარტივდა უცხოელთა გაძევება საქართველოდან, რასაც ხელისუფლება ძირითადად „ქართული ოცნებისადმი“ კრიტიკულად განწყობილ უცხოელებთან დაკავშირებით იყენებს.
სრულად ნახეთ აქ: