"აღარც სახლი, აღარც საქონელი, პატარა ბავშვით ხის ძირში ვიმალებოდით, თვითონ მანქანებიდან არ გადმოსულან" - სტიქია ადიგენის სოფლებში

22.07.25 13:11
"აღარც სახლი, აღარც საქონელი, პატარა ბავშვით ხის ძირში ვიმალებოდით, თვითონ მანქანებიდან არ გადმოსულან" - სტიქია ადიგენის სოფლებში

სტიქია სამცხრე ჯავახეთში - ადიგენის სოფლებში 9 ოჯახი გარესამყაროს არის მოწყვეტილი.

განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა სოფელ გომაროში და შოყაში, სადაც საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები ფაქტობრივად სრულად არის განაგურებული. ასევე განადგურებულია ნათესები, ჩაგრეულია გზები, მოსახლეობას დაეხოცა საქონელი. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ ასეთი სახის ღვარცოფი სოფლებში არ ახსოვთ. მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას გულგრილობაში ადანაშუალებს და დახმარებას ითხოვს.

ყველაფერი წაღებულია, აღარც საქონელი, აღარც ბოსელი, აღარც სახლი, აღარაფერი, გამოსახლებულები ვართ, პატარა ბავშვი მყავს და გვეშინია, რა გვეშველება არ ვიცით. პატარა ბავშვით ხის ძირში ვიმალებოდით. არარც საზირკველი დარჩა, არარც კედლები, ყველაფერი წყალმა წაიღო. არავის არ მოუქცევია ყურადღება, მანქანებიდან არ გადმოსულან", - ამბობს ადგილობრვი.