სოფელ ზოტში მეწყერმა 8 ოჯახთან მისასვლელი გზა ჩაკეტა

22.07.25 13:47
სოფელ ზოტში მეწყერმა 8 ოჯახთან მისასვლელი გზა ჩაკეტა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში ძლიერი წვიმის გამო ჩამოწოლილმა მეწყერმა 8 ოჯახთან მისასვლელი გზა ჩაკეტა.

სოფელში, ამ ეტაპზე, გადაადგილება შეზღუდულია. ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ცნობისთვის, გვიან ღამით მოსულმა ძლიერმა წვიმამ მუნიციპალიტეტებში მეწყრის რამდენიმე კერა წარმოქმნა.